ეკონომიკის მინისტრი გლობალური ფორუმის Startup Grind Europe-Asia Connect თბილისში ჩატარებას მნიშვნელოვანს უწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველო აშენებს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ეს ვლინდება თუნდაც იმ საერთაშორისო შეფასებებში, რაც აღნიშნულ პოლიტიკასთან მიმართებაში არსებობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე გამოსვლისას სიტყვით Startup Grind Europe-Asia Connect მიმართა


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, მასშტაბური ფორუმი სწორედ საქართველოს დედაქალაქიშიტარდება. ეს თქვენი დამსახურებაა და ამას გილოცავთ.


გლობალური ინოვაციურობის რეიტინგში 48-ე ქვეყანა ვართ, მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ძალიან კარგი მიღწევაა, ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, მათ შორის არის ფინანსური მხარდაჭერა, სტარტაპების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი მასშტაბური, რეგიონული ღონისძიებები იმართება საქართველოში,” - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისი თქმით, კარგია, რომ ამ ფაქტმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი, რეგიონული საერთაშორისო ღონისძიება, როგორიც არის სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის კავშირი, ამის დასტურია.


Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.


Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.


Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.


 


ირაკლი კოვზანაძე: არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე ემუქრება

არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე შეექმნება - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკური გუნდისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს

„მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის ან 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აქვს, სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს. 

უკრაინაში ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა.

ზაალ უდუმაშვილი: ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ რაც ჩვენ გვინდოდა

„ძალიან კარგად ვერკვეოდით და ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ჭირდებოდა ამ ქვეყანას“,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2-თან“ განაცხადა.

შეხვედრები თანასწორობის კვირეულის ფარგლებში

ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების   კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა პირველი  საინფორმაციო  შეხვედრები გამართეს.

გიორგი გახარია: დანაპირებს შევასრულებთ და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან გვექნება 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიზაციის თვალსაზირსით და ის ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას. 

პრემიერი: რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, ბიუჯეტი არის ის, რაც ეხება ყველას და ყველაფერს

"ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტთან მეორე დღეა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თბილისის პარალელურად საარჩევნო სისტემის შეცვლაზე პროექტის ჩაგდებას აჭარის მთავრობის სახლთანაც აპროტესტებენ

აჭარის მთავრობის სახლთან დილით გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, პროტესტი რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

 

 

 

 
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძემ მიხეილ სააკაშვილს ერთ ფეისბუქ პოსტში 8 ტყუილი დაუთვალა

„ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა. რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია“,- ამის შესახებ ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 15 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N17-თან, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ქუთაისის საკრებულოში "კონსერვატორები" უმრავლესობის რიგებში რჩებიან

ქუთაისის საკრებულოში "კონსერვატორები" კვლავ უმრალესობის რიგებში რჩებიან. ამის შესახებ "პირველს" ქალაქის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს.

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება",- ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. 

18 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

ველური ბუნების სააგენტო ბუნების მდგრადი მართვის კუთხით უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიწვევით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.

კახა კალაძე: ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს

"ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს"- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.