არჩილ თალაკვაძე: საქართველო უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის - ეს არის მომავლის ეკონომიკა

"საქართველოს აქვს ამბიცია, რომ შექმნას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, გამოიყენოს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა რესურსი და ახლა, კიდევ უფრო განვითარებული მომავლისკენ შემდეგი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების ბიზნესის განვითარებაა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Startup Grind-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განაცხადა.

რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ სტარტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება მეტი ინოვაციის, კრეატიულობისა და ურთიერთკავშირების საჭიროებაზე გაამახვილა. 


"თაობებმა თავისი საქმე გააკეთეს - იბრძოლეს თავისუფლებისთვის, განავითარეს მეცნიერება და ინდუსტრია, გამოიგონეს მანქანები და თვითმფრინავები. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ვიყოთ გამომგონებლები, შევქმნათ ახალი ბიზნესი. ვიცით, რა არის საჭირო კონკურენტუნარიანი განათლების სისტემისთვის, ძლიერი ეკონომიკისა და თანამედროვე მმართველობისთვის და გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ვაქციოთ. მიზნების მისაღწევად გვჭირდება უფრო მეტი ინოვაცია, მეტი ურთიერთკავშირი, უფრო აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება, მსოფლიოს ჩვენი ნაწილი უნდა ავაშენოთ გლობალური კონტექსტის გააზრებით და მომავლის ხედვით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველომ ეფექტური ნაბიჯები უკვე გადადგა და სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია შექმნა, მათ შორის, გადასახადების შემცირება, სტარტაპ კაპიტალზე მარტივი წვდომის შესაძლებლობა და საჯარო სისტემის მოდერნიზება.


"თქვენ შეგიძლიათ, 20 წუთში, იპოვოთ ოფისი, მოძებნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, დარეგისტრირდეთ და წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი. ჩვენი სერვისების გაციფრულებით, გამჭვირვალეობითა და მომხმარებელზე მორგებული მომსახურებით გავხსენით ახალი კარები, ახალი შესაძლებლობები და კიდევ მეტია სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ვავითარებთ ინფრატსრუქტურას და ვაკეთებთ ჩვენი ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას გლობალურ ბაზრებშუ",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ რევოლუციაში ინტერნეტის როლზეც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის განვითარების მნიშვნელობას.


"30 წლის წინ არავინ იცოდა, რომ ინტერნეტი, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ რევოლუციას გამოიწვევდა, მაგრამ ეს მოხდა. დღესაც არავის შეუძლია სრულად განჭვრიტოს, თუ რა იქნება შემდეგი ეკონომიკური გარღვევა, რომელიც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - ამიტომ, გვჭირდება ახალი ექსპერიმენტები, შესაძლებლობების აღმოჩენა. ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველა სხვა დანარჩენზე უკეთ, ეს არის კრეატიულობის, შემოქმედებითობის, წარმოსახვის განვითარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმით მომავლის ხმა. საქართველო მზად არის, უზრუნველყოს მეტი შესაძლებლობები თქვენთვის",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

„ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტი მზარდია ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი მაჩვენებლის 22.6%-ია. ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიღებულ შედეგს აჩვენებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. 

მამუკა კაციტაძე: მაჟორიტარულის ინიციატივით რომ გამოდიხარ, პოლიტიკურად ბეცი ხარ 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას პოლიტიკურად ბეც გადაწყვეტილებას უწოდებს. 

გია ვოლსკი: დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით არ ვეთანხმები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ ეთანხმება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ახალ ინიციატივას არჩევნების სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

სამგორში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობა დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ზრდის მიმართულებით

2019 წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.

ზუგდიდში შუახნის კაცი დაჭრეს

ზუგდიდში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, განათებების სამონტაჟო სამუსაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მაჟორიტარი დეპუტატთა ჯგუფი ოპონენტებს: ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს

„ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“, - მაჟორიტარი დეპუტატები ოპონენტების - ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას პასუხობენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის მოლოდინშია

სომხეთის თავდაცვის უწყებაში, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გათავისუფლებები და ხელახალი დანიშვნები დაიწყო.

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ავეჯის და აქსესუარების შესაძენად სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა - IDFI-ის კვლევა

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა. ხარჯებზე ინფორმაციას, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი  (IDFI) ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.

არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები - მაჟორიტართა ჯგუფის განცხადება

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ ახალ ინიციატივას ყველა სხვა სისტემასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს: ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ 

"ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ", - ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. 

აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.

სალხინოს ტყეში ხანძარის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.