ფილარმონიის წინ გივი სიხარულიძეს ვარსკვლავი გაუხსნენს

"თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" წინ დღეს გივი სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

1988-2006 წლებში გივი სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ "თბილისის" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი იყო. იგი არის საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 70 წლის იუბილეზე მას მიენიჭა რაინდის წოდება ქორეოგრაფიაში გაწეული ღვაწლისათვის.


1972 წლიდან გივი სიხარულიძე მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ ფილმში, როგორებიცაა: "გასეირნება" (1972) - რეჟ. ზურაბ თუთბერიძე; "ჭიდაობას რა უნდა" (1988) - რეჟ. მიხეილ ჭიაურელი; "ტურანდოტი" (1989) - რეჟ. ოთარ შამათავა; "ენკი-ბენკი" (2002) (ასევე არის ფილმის მთავარი პროდიუსერი) - რეჟ. გუგული მგელაძე; "აგვისტოს ხუთი დღე" (2011) (აშშ) - რეჟ. რენი ჰარლინი. მან შეასრულა ერთერთი მათავარი როლი ფილმში "უძინართა მზე" (1992) – რეჟ. თემურ ბაბლუანი. ფილმმა მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი", მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის "ნიკა", სოჭის კინოფესტივალის "გრანპრი" და საქართველოს საერთაშორისო კინო-ფესტივალის "ოქროს არწივი". მან ასევე მიიღო მონაწილეობა ქართულ/ფრანგულ ფილმში "მემკვიდრეობა" (2006) - რეჟ. თემურ ბაბლუანი, გელა ბაბლუანი. ფილმმა 2007 წელს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. მას ასევე შესრულებული აქვს მთავარი როლი ქართულ მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში "ცხელი ძაღლი" (2003).


როგორც რეჟისორს, გივი სიხარულიძეს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "ძია სკრიპკა"; "უვაჟაემი"; "ქუჩის დედოფალი" (ბათუმის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი); "გათოშილი ბეღურები" (მთავარი როლის შემსრულებელ ირინკა წერეთელს მოპოვებული აქვს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი ბავშვის როლის საუკეთესო შესრულებისათვის).


2014 წელს გივიმ შვილთან, ბექა სიხარულიძესთან ერთად, საკუთარი ნოველის, "ბაბუს მევალის" მიხედვით დაწერეს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის, რომელიც ამავე წელს გადაიღო ბექა სიხარულიძემ. ფილმმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია და გახდა შვიდი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი. მოკლემტრაჟიანი ფილმი ასევე შეიძინა სატელევიზიო კომპანია "Eurochannel"-მა 2 წლის ვადით, რომლის მეშვეობითაც, ფილმი ნაჩვენები იქნა მსოფლიოს 86 ქვეყანაში.


გივი სიხარულიძე არის რომან "იამურის" ავტორი. ასევე გამოცემული აქვს საკუთარი ნოველებისა და ლექსების 17 წიგნი. 2005 წელს, მისი ნოველების კრებული "აწყვეტილი სიცოცხლე - ის+მე” დაჯილდოვდა ნიკო ლორთქიფანიძის პრემიით


2013 წელს გივი სიხარულიძემ შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებები ნოველებად. ამ მიმართულებით მან გამოსცა წიგნები მსოფლიო საოპერო ვარვსკვლავებზე, ლადო ათანელზე და ალეკო ხომერიკზე. ასევე, აჭარის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ბალეტმეისტერზე, თემურ ბიბილეიშვილზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსზე, შოთა ჯაფარიძზე და მსოფლიოში განთქმულ საოპერო და საბალეტო თეატრების მხატვარზე, მურაზ მურვანიძეზე.


1980 წლიდან მისი შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში იბეჭდება. აქედან რვა მოთხრობა ქართული პროზის ანთოლოგიაშია შესული. მისი მრავალი ნაწარმოები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მან შექმნა ახალი ჟანრი ქართულ მწერლობაში - "თბილისური ნოველები".


გივი სიხარულიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.


2006 იგი იყო საერთაშორისო მწერალთა კავშირის განხილვის კომიტეტის არჩეული წევრი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.


იგი არის საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეროვნული აკადემიის არჩეული აკადემიკოსი.


გივი სიხარულიძე იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" და მოსკოვის ლიტერატურული ჟურნალის "Дом Растов" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ასევე, გახლდათ ჟურნალ "ორბის" მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე.


2014 წელს მას მიენიჭა ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.


2015 წელს გივი მიწვეულ იქნა საპატიო ჟიურის წევრად "ამურის შემოდგომის" მე-13 კინოსა და თეატრის ფესტივალზე.


გივი სიხარულიძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი და დაჯილდოვებულია საქართველოს ღირსების ორდენით.


გაზეთ "ახალი ვერსიის" სოციოლოგიურმა სამსახურმა, გივი სიხარულიძეს მიანიჭა "დედაქალაქის კოლორიტის" წოდება.


იგი არის ჩოგბურთელი და მთისა და წყლის მოთხილამურე.


მას ჰყავს ორი შვილი, ჯაბა და ბექა სიხარულიძე და ექვსი შვილისშვილი.


საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

მუსიკის ფორუმი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან.

ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე

"მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით $153 მლნ-მდე (454 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადმინისტრაციის კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პირველთან" კომენტარეს აკეთებს.

კომპანია რუსთავის წყალი რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. 

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი არ არის დესტაბილიზაციის გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის და მისი კოლეგებისთვის მთავარი ქვეყნის ინეტერესებია და დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ.

ევროკავშირის ელჩმა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%- იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონი 15 ნოემბერს გაიმართა.

 

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.

ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ. 

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორაციული ბანკია საქართველოში, რომელიც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

თბილისის ცენტრალური გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. რუსთაველზე აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მათგანმა ღამე გაათენა. 

ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა

ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლეს. 

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.