"რაც კინოთეატრებთან ხდებოდა, ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს"

აქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქმედება რომელიც სიძულვილს აღვივებს და აგრესიას აჩენს მიუღებელია. 

"ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად. ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი. გუშინ რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს იყო  აგრესია,  ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი",-ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ და დღეს თბილისში, კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესები ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.


თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოუდგენელი ხელოვნებასთან ბრძოლა იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს გმირი ან სიუჟეტი.


მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, პროცესს, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვა, თვალს ადევნებს ცილვილიზებული მსოფლიო და ეს ყველაფერი ქვეყანას  ძალიან ცუდად წარმოაჩენს.


"ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ვროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​


საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

მუსიკის ფორუმი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან.

ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე

"მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით $153 მლნ-მდე (454 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადმინისტრაციის კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პირველთან" კომენტარეს აკეთებს.

კომპანია რუსთავის წყალი რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. 

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი არ არის დესტაბილიზაციის გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის და მისი კოლეგებისთვის მთავარი ქვეყნის ინეტერესებია და დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ.

ევროკავშირის ელჩმა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%- იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონი 15 ნოემბერს გაიმართა.

 

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.

ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ. 

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორაციული ბანკია საქართველოში, რომელიც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

თბილისის ცენტრალური გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. რუსთაველზე აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მათგანმა ღამე გაათენა. 

ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა

ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლეს. 

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.