კარლო კოპალიანი: გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისთვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ სხვის პირად ცხოვრებაში, უნდა დაისაჯონ.

მან აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ გია ბარამიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპელირებენ ასეთ თემებზე და ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს შეუკვეთა და არა ის, ვინც ეს გადაიღო. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ციხეშია იმ ადამიანების ადგილი, ვინც რამდენიმე ათობით ათასი ფაილი შექმნა და ცხრა წლის განმავლობაში ამით ატერორებდა ხალხს.


„გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისთვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა.


ძალიან კარგად ვიცით, მათი ფეიკნიუსები როგორ იპყრობს დღევანდელ პრესას და იგივეა აქაც, აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ შემთხვევით გაავრცელა. იმიტომ არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, რომ იმათ გაარჩიონ მტყუან-მართალი და თუ მართლა რაღაცა კადრი გააზიარა ვიღაცამ, იმას არ დასჯიან ნამდვილად, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან ერთი გუნდის, ერთი შემადგენლობის, რა თქმა უნდა, დასასჯელია, იმიტომ, რომ არავის არა აქვს უფლება,  ადამიანის პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი“, - განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა.


ბიძინა ივანიშვილი: ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია

"დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

"ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია: საქართველოში ყოველთვის იყო ევროპა და ჩვენი ისტორია ამის დამადასტურებელია

"აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კახა კალაძე: ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათ ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი

"დღეს ჩვენი ცივილიზაციის, ორი უმთავრესი საყრდენის თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ამ ღირებულების გამო ვართ ისტორიულად ერთად",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ქართული ოცნების" აქცია "საქართველოს გზა ევროპისკენ" დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს. 

 

გენადი არველაძე: ინვესტიციების დაცვის შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის

საქართველოსა და იაპონიას შორის მოლაპარაკების დასრულების შესახებ ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოქმს ხელი მოეწერა.

 

ცქიტიშვილი საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის განცხადებაზე: ვერ მივესალმები, მას ალბათ ემოციამ სძლია

"უმჯობესია ემოციები ყველამ გვერდზე გადავდოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს", -ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას.

მაია ცქიტიშვილი: დღეს არის საშუალება პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველა ერთად დავდგეთ ამ მოედანზე

"ძალიან გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, შესაბამისად, დღეს არის საშუალება იმისთვის, რომ ყველა ერთად დავდგეთ ამ მოედანზე, მიუხედავად ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისა",-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ვაშაძე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე: გზავნილი მივიღეთ, რომ დეტალურად აკვირდებიან ყველაფერს 

"დიპლომატებისგან თხოვნა იყო, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება",-ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძე კუხიანიძის განცხადებაზე: პოსტი არ მინახავს, გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც საქართველოში ერთი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს 

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა,რომლის თანახმადაც დეპუტატი ექიმ გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

თბილისში დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდან 10 000-მდე ადამიანი უერთდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, მოქალაქეები დედაქალაქში ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გაემგზავრნენ.

არჩილ თალაკვაძე: ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ის მალე უნდა გათავისუფლდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

გიორგი ვოლსკი: ეს ღონისძიება არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ

„ეს ღონისძიება არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძე: ღონისძიებაზე იქნება ყველა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, ქვეყნის ევროპულ არჩევანს და დასავლურ ორიენტაცას

„ღონისძიებაზე იქნება ყველა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, ქვეყნის ევროპულ არჩევანს და დასავლურ ორიენტაცას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გია ვოლსკი: ყველას მოვუწოდებ ემოციებს არ აყვნენ და მკვახე განცხადებებს თავი დაანებონ 

"რაც მოვისმინეთ, არ არის მართებული",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან

„ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თბილისში, "ქართული ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოჰყვა

თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და პრესსამსახურის 3 თანამშრომელი ავარიაში მოჰყვა.

ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე: ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში

„ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში “, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ნათია თურნავა: ის, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე

"ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.