გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს პასუხი მოყვა

წყალტუბოსთვის დამუშავდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება შვეიცარული „კოლენ პარტნერსის“ მიერ გაკეთებულ კვლევას - გურამ ნიკოლაშვილის „დღის ქრონიკა“.

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს პასუხი მოყვა” - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკაში“.


მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი ფაქტორით. პირველ რიგში იმით, რომ საზოგადოებრივ ჯგუფებს საშუალება მიეცათ პროექტის საწყის ეტაპზევე ჰქონოდათ კომუნიკაცია ოფიციალურ პირებთან და მიეღოთ სრული ინფორმაცია. მეორე - აღსანიშნავია, რომ უკვე ამ ეტაპზე ცხადი ხდება, თუ როგორ მოხდება კურორტის რეაბილიტაცია.


„დღეს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა მინისტრებმა, საზოგადოებრივ ჯგუფებს გააცნეს რამდენიმე ეტაპიანი გეგმა, თუ როგორ წარიმართება პროცესი. შეხვედრას წინ უძღვოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წერილობითი განცხადება წყალტუბოს შესახებ, სადაც საუბარი იყო პროექტის რისკებზე და ჩამოყალიბებული იყო წინაპირობები, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ რისკების პრევენციისთვის.


საზოგადოებამ დღეს შეიტყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ - წყალტუბოსთვის დამუშავდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება 5 წლის წინ, შვეიცარული „კოლენ პარტნერსის“ მიერ გაკეთებულ კვლევას. გენგეგმა უზრუნველყოფს კურორტის და ქალაქის მიზნობრივ და მთლიან განვითარებას. 
გავიგეთ ისიც, რომ კულტურულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა იქნება წყალტუბოს განსაკუთრებული ღირებულება და მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია.


დღევანდელი შეხვედრიდან ასევე შევიტყვეთ ციფრებიც - 22 სასტუმრო, ექვსიდან რვა ათასამდე დასაქმებული, ვიზიტორთა წლიური ბრუნვა რვაასი ათასამდე, რეაბილიტაციის ფარგლებში დახარჯული სამი მილიარდი ლარი, კურორტის გახსნა კი სამ წელიწადში.


სამინისტროები უკვე ფიქრობენ, თუ როგორ ისარგებლოს ადგილობრივმა საწარმოებმა, ბიზნესმენებმა და მოქალაქეებმა ჩასადები ინვესტიციით, რათა მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი პროდუქციის გამოყენება და შესაბამის საწარმოთა განვითარება.


დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ქონების გადაცემა მოხდება აუქციონის წესით და კერძო სექტორის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა სრული მზაობა მთელი კურორტის რეაბილიტაციისათვის, მისივე თქმით, იგი არ არის დაინტერესებული ფლობდეს ამ ქონებას. შესაბამისად, მზადაა მიჰყიდოს კერძო სექტორს ნომინალურ ფასად, როგორც დასრულებული პროექტები, ასევე დღესვე დაუთმოს ობიექტები, ინტერესის გამოხატვის შემთხვევაშიც”, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგარმ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით. 

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადებიან  აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ ამ გამოცდის ჩასაბარებლად 40 ლარის გადახდა უწევთ. 

"პროპორციულ სისტემაზე გაცემული დაპირების დარღვევა ევროკავშირში, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უნდობლობას იწვევს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირში საქართველოს მეგობარი ქვეყნებს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ ვაშაძე: დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე". 

რომან კაკულია: ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ერთ-ერთი წევრი რომან კაკულია დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე".

"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.