გია გაჩეჩილაძე: საარჩევნო რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს განიხილავენ მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

სიმართლე გითხრათ, უკვე მოსაბეზრებელი გახდა ეს აღვირახსნილი პოპულიზმი. მე ოპოზიციას მინდა ვთხოვო, რომ ჩაწერონ თავისი გამოსვლა და ატრიალონ 24 საათის განმავლობაში, ყველა თემასთან დაკავშირებით. ოღონდ არ გამორჩეთ, რომ ყოველი სამი წინადადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ახსენონ. ასეთი დავალება აქვთ მათ თავისი არაფორმალური მმართველისგან, სააკაშვილისგან, რომელიც კაცმა არ იცის ახლა როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშია და რა პერსპექტივები აქვს საერთოდ, თუ რა თქმა უნდა ციხეში არ მოხვდა.


სამწუხარო ამბავი ის გახლავთ, რომ ამ პოპულიზმის ფონზე მთავარი იკარგება, რადგან მშვენიერი და სახელმწიფო თვალსაზრისით მნიშნელოვანი რეფორმა ტარდება ქვეყანაში. ვისაც საქართველოს პოლიტიკური ისტორია ახსოვს, მან ძალიან კარგად იცის, თუ რა უბედურებები ხდებოდა ამ პოლიტიკური ჯგუფების შემოსვლით და გასვით პოლიტიკიდან. ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. უამრავი პარტიის დასახელება შეიძლება დღეს, რომელიც მმართველი პარტიები იყვნენ და რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობენ. ეს იცით რისი ბრალი იყო? იმიტომ რომ ლიდერებზე ჩამოკიდებული პარტიები იყო და მათ იდეოლოგიასთან არანაირი შეხება არ ქონდათ. ეს რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში და 2024 წლის არჩევნებში მივიდეთ გამართული, იდეოლოგიურად გასწორებული და საზოგადოებისთვის ნაცნობი პოლიტიკური სპექტრით, რომ დავემსგავსოთ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოებს, სადაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს.


რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ბლოკების საკითხი ძირშივე ეწინააღმდეგება ამ რეფორმის შინაარსს. მოგეხსენებათ, რომ 19 კვალიფიციური სუბიექტია საქართველოში. მათ აქვთ დაფინანსება, მათ აქვთ ტელევიზიაზე წვდომა არჩევნების დროს და თუ ვინმე აქ მყოფთაგან ამ 19-დან 8-ს მაინც დამისახელებს, მადლობელი ვიქნები. ეს არის იმ ბლოკების შედეგი, რომელიც ამ რეალობას გვიქმნის და გარდა ამისა, ეს ბლოკები საშუალებას იძლევა აქ წარმოდგენილმა პარტიებმა თავის შემადგენლობაში შეიყვანონ ოკუპანტებთან დაკავშირებული პარტიები ჩუმად და ამის საშუალებით შემოგვაპარონ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სისტემა",-განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ.


დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.

ირაკლი შოთაძე: ძალიან ბევრი გამოწვევაა და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვაპირებ

"ძალიან ბევრი გამოწვევაა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყოველდღიურ საქმიანობაში", - ამის შესახებ ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე სიტუაცია გამწვავდა

უკრაინის სამხედრო ძალების დონბასის შტაბში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ფრონტის ხაზზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა.

ნათია თურნავა მინსკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს

18-19 თებერვალს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაიმართება.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდა

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.