დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე და კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა, თუმცა დღეს უკვე ნაკლებად არის დარწმუნებული, მართებულია თუ არა მისი კომპრომისული გადაწყვეტილება.


"ბატონო არჩილ (პარლამენტის თავმჯდომარეს), რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ვინ იქნება დეპუტატი და ვინ - არა. აქ დგას საკითხი თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მაჟორიტარებს გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით და ამის გამო მხარს ვუჭერდი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს გადაწყვეტილება მიგვეღო დღესვე. დრეის ვითარებიდან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და უფრო ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება მართებულია და მინიმუმ არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას. მხოლოდ ფრაქციების ფორმატში შეხვედრა არ იქნება საკმარისი. მე ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას სრული მასშტაბით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უნდა განიხილოს პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.
პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.


ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.


Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.

ივანე მაჭავარიანი: გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება.

მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის სხდომაზე სამ ძირითად საკითხზე ვიმსჯელეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დამთავრების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს.

თსუ-სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. 

ანრი ოხანაშვილი: პოზიციები დავაახლოვეთ და 2-3 დღეში საზოგადოებას გადაწყვეტილებას გავაცნობთ

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომაზე  იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.

აბაშიძე რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნაზე: ასეთი ცენტრი არ იხსნება

"ჩვენი ინფორმაციით ასეთი ცენტრი არ იხსნება",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნას ეხებოდა.  

ლარი 0.2 თეთრით გამყარდა

9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობა" მგონი მხედრიონს ქმნის

„ცალკე იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცავის ფუნქციებს შეითავსებს, სრული მარაზმია“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას იურისტთა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ.

ზურაბ აბაშიძე: იმედია, ჟენევაში გართულ შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი

"თუკი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში

საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ისაუბრა დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებებზე.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრების თქმით, შეხვედრაზე სამ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის, განიხილე, საარჩევნო სისტემის საკითხი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხი.

 
გუგა ბესელია: „ევროპაბეთმა“ დაასწრო კონკურენტებს და „სოციალური პასუხისმგებლობა“ გამოიჩინა

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“  წარმომადგენელი გუგა ბესელია დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“, თუმცა მაინც აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო რეგულაციების შემოღებას.

აბაშიძე ე.წ. რუსეთის კულტურის ცენტრთან დაკავშირებულ კონფერენციაზე: საქმე გვაქვს "ნაცმოძრაობის“ პერფორმანსთან

"დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში".

ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ფისკალური მდგრადობაა.

ეროვნულ მუზეუმში რეგიონული ტრენინგი "მუზეუმის მისია, ხედვა და ფასეულობები" გაიხსნება.

10 დეკემბერს, 11:00 საათიდან,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, რეგიონული ტრენინგი "მუზეუმის მისია, ხედვა და ფასეულობები" გაიხსნება.

სამოქალაქო აქტივისტები: რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ომს გამოვუცხადებთ

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება, მას ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ.