ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მაქსიმალურად ფრთხილი, მოზომილი, გონივრული და კარგად გააზრებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

"ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში საერთო კონსესუსი არ არსებობს და საზოგადოებაში ყალბი მოლოდინების შექმნა დაუშვებელია, რადგან ცრუ მოლოდინები ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას იწვევს, რაც პირველ რიგში ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია.


„ის რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ეს არ იცვლება. უფრო მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ერთი არის ჩვენი სურვილი, მეორე არის ამის განხორციელების გზები და შესაძლებლობა. დღეს ნატო-ს წევრ ქვეყნებში არ არსებობს საერთო კონსესუსი იმასთან დაკავშრებით, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი.


რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი არის ამაში გადამწყვეტი. გაწევრიანებას და ნატო-ს გაფართოებას უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ნატოს ძლიერი ხმის მქონე ქვეყნები. შესაბამისად, ჩვენ რაც არ უნდა დიდი სურვილი და კეთილი სურვილი გვქონდეს და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს ნატოს წევრობა, ჩვენ ამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ. ხელოვნურად ვერ მოხდება ამის დაჩქარება. არ შეიცვლება ქვეყნების პოლიტიკა, მანამ სანამ ისინი თავად არ მივლენ ამ კონსესუსამდე. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკა, თავისი ეროვნული ინტერესი. შესაბამისად, ის მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში, რაღაც დიდი შეთანხმება. ახალი წესრიგის დამყარება მსოფლიოში, რაც განაპირობებს ამ შესაძლებლობას და ამ სურვილის და ოცნების ახდენას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე განმარტებით, ამ პროცესში, საზოგადოებაში ხელოვნური და არასწორი მოლოდინების შექმნა ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.


"ხდებოდა ხელოვნურად არასწორი მოლოდინების შექმნა. საზოგადოების მომზადება, ხელოვნური მოლოდინებით კვება. შედეგად კი მივიღეთ იმედგაცურება, ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის განცდა. ეს ცალსახად არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. შესაძლოა შედიოდეს ცალკეული ინდივიდების, თუ პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების ინტერესებში, მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და მეორე - რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად არის საგულისხმო, რომ ეს შედის რუსეთის ინტერესებში.


რუსეთს სურს უფრო მეტი იმედგაცრუების ნახვა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ეს არის ყველაზე უტოპიური იდეა, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ თუ არასწორ მოლოდინებს გავუჩენთ საზოგადოებას და შემდეგ იმედს გავუცრუებთ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო, საზიანო შედეგები დადგება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორი მოლოდინები შევუქმნათ საზოგადოებას. ამაზე მიგვითითებს მთელი მსოფლიო, რომ არასწორი მოლოდინები არ შევქმნათ საზოგადოებაში.


წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ ჩვენ ვქმნით ამ მოლოდინებს, დაპირებებს რომ ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა, დაუახლოვდეს და ა.შ. საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ეს ასე მალე არ მოხდება. ერთის მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, იმედს ვუცრუებთ და მეორეს მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ ქვეყნებს ვაყენებთ ძალიან დიდ უხერხულობაში.


ისინი ღიად გვეუბნებიან და ყოველთვის გვეუბნებოდნენ, გულისხმობდნენ სააკაშვილის რიტორიკას და მის გაუაზრებელ პოლიტიკას, რომ მსგავსი ქმედებებით საფრთხის ქვეშ აყენებდნენ სწორედ ნატოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმიჯს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩვენ გვქონდა კონფერენცია, სადაც, ბუნებრივია, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ერთ-ერთ პანელზე მე ვთქვი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისწრაფვით ნატოს წევრობისკენ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება მოთმინება და მზაობა.


აი, ამ ფორმულით, ამ პოლიტიკით უნდა ვიმოძრაოთ. სხვა გზა და შანსი ამ მოკლე პერიოდში, უბრალოდ არ გვაქვს,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემაში "SWOT ანალიზი.


კახა კალაძე ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: დაპირისპირება არ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გიგი უგულავა: ქუთაისიდან ჩვენი მთავარი გზავნილია დაგვიბრუნონ პროპორციული არჩევნები

"თუ  დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ“, -ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“  საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.

მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა.

 

კახა კალაძე: 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

 
რუსეთმა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე მთავარი მოწმე გააქცია

მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება.

ვიქტორ დოლიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან  შეხვედრა გამართა.  

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

რე|ბანკი ტოპ|ქარდის მომხმარებლებს საახალწლოდ განვადების გაორმაგებულ ვადებს სთავაზობს, ხოლო მათ, ვისაც ტოპ|ქარდი ჯერ არ აქვს, ბარათის აღების  შემთხვევაში 50-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ*.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

 

პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. 

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სამეგრელოში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ჩხოროწყუში პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილი: როგორ გგონიათ, იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ?! 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანის სტაბილურობას საფთხეს შეუქმნის.

მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას, ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ ხალხში გავალთ და კანონპროექტს გავაცნობთ

მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომით უკმაყოფილოა.

უკრაინის ელჩი: დიპლომატებს გვსურს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარიმართოს

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით,  ქართველმა ხალხმა საარჩევნო სისტემის ქართული მოდელი უნდა განიხილოს და არა გერმანულ-ამერიკული.

თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია.

მამუკა მდინარაძე: პროპორციულის საპირისპირო საარჩევნო სისტემაზე არც უნდა ვისაუბროთ

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

ბურჯანაძე: რუსეთის საგარეო უწყება და მინისტრი მოწადინებულია, ხელი შეუწყონ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფულების პროცესს

"არცერთი ჩემი ნაბიჯი არასოდეს, არც ახლა, არც მომავალში  არ აზიანებდა და არ დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, -ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.