მისი შეფასებით, მმართველი გუნდისთვის არ იქნება კარგი, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს ოპოზიცია დაუჭერს, "ქართული ოცნება" კი არა.
"მე პირადად მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ კონსტიტუციური ცვლილებების დროს ვუჭერდი მხარს. მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ რისკებს ამ სისტემაში ვხედავდი. იდეალური სიტემები არ არსებობს. ასეთი რომ იყოს მაშინ ევროკავშირის ყველა ქვეყანა იქნებოდა ერთ სისტემაზე. ასეთ პირობებში დარჩენასაც ვხედავდთ რომ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა შეიძლება საკმაოდ შერყეული იყოს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი გავა. ოპოზიცია მხარს უჭერს თუმცა, მმართველი გუნდისთვის არ იქნება კარგი, როცა გუნდის წევრები არ მიცემენ მხარს და ოპოზიცია მისცემს ხმას. გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შცვლის. წარმოუდგენლად მიმაჩნია. ძალიან დიდი ალბათობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით",-აცხადებს ხუციშვილი.
ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი. ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება.