ის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, გოგონა, პედაგოგს გაკვეთილიდან ავადმყოფობის მომიზეზებით დაეთხოვა და თბილისისაკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის ოჯახისთვის უცნობ მამაკაცს ცოლად გაყვა.
ბოლო ინფორმაციით, გოგონა უცნობ მამაკაცთან ერთად, ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ნახეს. საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობას კლასის დამრიგებელი სრულად იღებს. ოჯახს კი საუბარი არ სურს.