ნათია თურნავა: „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს

"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა".

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურაში იწყება პორტების დიჯიტალიზაცია და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა საპორტო სერვისებში.


„ეს არის ერთი კომპლექსური პროექტი, როდესაც სხვადასხვა, დღემდე არსებული პლატფორმა გაერთიანდება და 30-მდე აპლიკაცია, რისი შევსებაც მანამდე ცალ-ცალკე უხდებოდათ, ერთიან პლატფორმაში მოექცევა.  შედეგად, გადამზიდავ კომპანიებსა და პორტებს საშუალება ექნებათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, არ შეიქმნას რიგები,  უკეთ იყოს ოპტიმიზირებული ტვირთნაკადები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი დერეფანი ისწრაფვის დიჯიტალიზაციისკენ და საქართველოს სურს, რომ დერეფნის ქვეყნებსა და მოთამაშეებს შორის ტოპრეფორმატორი იყოს.


„ჩვენს დერეფანში არის ბევრი ქვეყანა, ბევრი მოთამაშე და ჩვენ, როგორც სხვა ბევრ სფეროში, აქაც გვინდა ვიყოთ ტოპრეფორმატორები, ყველაზე მოწინავე ქვეყანა, სადაც სპორტო ინფრასტრუქტურა გამჭვირვალე და ეფექტური იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება  ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან.


აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შემუშავებული  პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა.


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.