ღაზას დაჯგუფების წევრებმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს. ისრაელში არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები.
პალესტინური ანკლავის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზაში "ისლამური ჯიჰადის" მეთაური ბახი აბუ ალ–ატა მოკლეს.
ალ-ატას ისრაელი ასობით ტერაქტის ორგანიზებაზე აკისრებდა პასუხისმგებლობას, რომლებიც ებრაელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ განახორციელეს.