ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილა

აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებას და იმ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები იწვევს.


მოცემულია ინფორმაცია სოფლებში, ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საგანგაშო ვითარებად აფასებენ.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის შესახებ. ამასთანავე, ხაზგასმულია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის უცხოელებად დარეგისტრირების იძულება. აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავებების პრაქტიკა ამძიმებს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.


ანგარიშში ასევე საუბარია ნდობის აღდგენის პროექტებზე. აღნიშნული პროექტები ევროპის საბჭოს ჩართულობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მონაწილეებს შორის ნდობის და დიალოგს.


გენერალური მდივნის ანგარიში ეხება საანგარიშო პერიოდში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდებს. ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებების დროს განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის, გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლებისა და ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, ოკუპირებული გალის რეგიონში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის და სხვა საკითხები.


უწყების ინფორმაციით, ანგარიში აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აქცენტს აკეთებენ უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმების აუცილებლობაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამასთანავე, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე.


კობახიძე უზენაესის მოსამართლეებზე: ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში ან მეორე შანსი უნდა მიგვეცა

"რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული",-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" აქციაზე: მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული 

"გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ,რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული",- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამტრედიის შემოვლით გზაზე ბალახებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი უკიდია.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ევ­რო­საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გაიმართა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­წყო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ალექსანდრე თევზაძე: მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას გამოეხმაურა.

ეკა ლეკაშვილი: ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას.

გიორგი ღაღანიძე: ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწაფებები ყოველთვის წარმოადგენდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლისკენაც ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული თაობები

თსუ-ს პროფესორი, დეკანი გიორგი ღაღანიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

სერგი კაპანაძე: "ქართული ოცნების" აქციის საბაბი ძალიან სასაცილო იყო

"ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას.

გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნება.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ!

„ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის "საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული "მწვანე სკოლაში" მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში",-ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

კახა კალაძე: გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზალკალიანი: საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ღონისძიება, "საქართველოს გზა ევროპისკენ" ახალგაზრდების ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ ერთად აღინიშნოს საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რაც ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ზალკალიანი: მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა

"არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა

გიორგი გახარია: უსამართლობაა, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში

"უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილი: ჩვენი აგრესიული ოპონენტები მალე თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში

"ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია

"დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

"ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია: საქართველოში ყოველთვის იყო ევროპა და ჩვენი ისტორია ამის დამადასტურებელია

"აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.