ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა.

წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორცილდა.


წვეთოვანი მორწყვის სისტემების უპირატესობების დემონსტრირებისთვის შერჩეულია სამი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო კულტურა - ყურძენი ენისელში, კარტოფილი ბედიანში და ხახვი რუისში. საპილოტე სოფლებში ჩატარდება მოსავლიანობისა და წყლის მოხმარების კვლევები, რომლებიც წვეთოვანი ირიგაციის დანერგვის შედეგებს გამოავლენს. ადგილობრივი ფერმერები და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს წვეთოვანი მორწყვის სისტემების სწორი გამოყენებისა და მართვის საკითხებში.


წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ხორციელდება და ორ ქვეყანას შორის წყლის მოხმარების პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზებას ემსახურება.


პროექტის Kura-2 მთლიანი ბიუჯეტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება და 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი უკვე მესამე  წელია მიმდინარეობს და 2020 წელს  დასრულდება.  


 „მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები წყლის დაზოგვისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობაა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩვენ უკეთ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ წყლის რესურსებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.


როგორც UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ტემპერატურისა და სიმშრალის მატება, რომელიც აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ საქართველოში  შეინიშნება, კლიმატის ცვლილების შედეგია.


„წყლის მდგრადი მართვის დანერგვა მდინარე მტკვრის აუზში, სადაც სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ენიჭება, მეტად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების შემცირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ხელს უწყობს  ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, -  განაცხადა ლუიზა ვინტონმა.


UNDP-GEF პროექტის Kura-2 რეგიონული კოორდინატორის, მერი მეთიუსის განცხადებით, მდინარე მტკვრის აუზში წყლის საერთო მოხმარების 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე მოდის. გრუნტისა და ზედაპირული წყლის რესურსების დაზოგვა და გადაჭარბებული მოხმარებისგან მათი დაცვა ხელს შეუწყობს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას რეგიონში; ასევე, დაეხმარება ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის გაზრდას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით.


 


 


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

"ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ", - ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ჯივიპი, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში N23 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა 

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.