ოთარ ჩრდილელი განმარტავს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით იწყებს: "გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები".

მის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:


"დიდი პატივისცემით მოგესალმებით, და პროლოგშივე გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ.


გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები.


მქონდა რამოდენიმე შეხვედრა როგორც აღნიშნული კანონპროექტის მომხრეებთან ისე მოწინააღმდეგეებთან. აზრთა ურთიერთ-ჭიდილთან ერთად არ დავმალავ იყო (რბილად, რომ ვთქვა) ხმამაღალი საუბრებიც.
სხვათაშორის ე.წ. "მეამბოხე დეპუტატთა" წერილი უმრავლესობის სხდომაზე მე წავიკითხე (იხ.ფოტო), რის შემდეგაც აღნიშნულ კანონპროექტისადმი ინტერესი რამოდენიმე დეპუტატმა დაკარგა და გაიზარდა იმ პარლამენტართა რიცხვი, რომლებმაც თავი შეიკავეს კენჭისყრისას.


ეს იყო მოცემულობა და რეალობა, პარტიული შიდა დემოკრატიის წყალობით-ჩემი ჯიუტი ხასიათი ხშირად ყოფილა დაპირისპირების და ხმამაღალი საუბრების საბაბი, ავიღოთ თუნდაც ე.წ. მარიხუანას თემა ან საერთო სასამართლოს საკითხი. ამაზე ნუ შევჩერდებით, რადგან ყველა დაგიდასტურებთ, როგორც ახლად გასული,ისე დარჩენილი და ადრე წასული უმრავლესობის დეპუტატები.


უბრალოდ ეს იმათთვის დავწერე, ვისაც ჰგონია, რომ თუ ადამიანი ღიად არ გამოდის მისი პარტიის წინააღმდეგ ის არის: "გოშია"- "მონა"-"პარაზიტი" ჯერ ეს სიტყვები არ უნდა იკადრო განათლებულმა ადამიანმა, ქართულ ენაში ალეგორიულ სახეს რა გამოლევს თუ მაინცდამაინც. ეს ისე პასაჟისთვის ახლა დავუბრუნდეთ მთავარ თემას:


ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ზედაპირულად გადავხედოთ თუ რა ხდება იმ ქვეყნებში სადაც მიახლოებული ან ზუსტად ასეთი მოდელი მოქმედებს.


რიგგარეშე არჩევნები დემოკრატიის სამშობლოში, საბერძნეთში ჩატარდა:


2007 წლის მერე 6-ჯერ !


2015 წლის მერე - 2-ჯერ!
ხოლო 2019 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დანიშნა ვადამდელი არჩევნები!
ნაცვლად იმისა, რომ მორიგი არჩევნები ოქტომბერში ჩატარებულიყო.


ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა:
2011 წელს,
2016 წელს,
2019 წელს.


მოლდოვა:


2009 წლის 29 ივლისს დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამავე წლის დეკემბერში პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა.


- 2010 წელს კვლავ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და იგი პროპორციული სისტემით ჩატარდა. პროპორციული სისტემით ჩატარდა 2014 წლის მორიგი არჩევნები ქვეყანაში.
უკვე 2019 წელს უკვე ჩატარდა ერთი არჩევნები და კიდევ მოსალოდნელია.


რიგგარეშე არჩევნები ხშირად ყოფილა პოლიტიკური კრიზისის ჟამს ისრაელშიც და იტალიაშიც, უკანასკნელად 2019 წლის აგვისტოში - ქვეყანა ვადამდელი არჩევნების ზღვარზე იყო, თუმცა პრობლემა იტალიის პრეზიდენტმა, მატარელამ გადაჭრა.


ასეთი სიტუაციაა, ჩემო მეგობრებო იმ რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე, რომლებიც დემოკრატიისაგან და პლურალისტური საზოგადოებისაგან შორს ნამდვილად არ არის.


ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თუ რა სიტუაცია გვექნება ჩვენ პარლამენტში და რამდენ ხანს გასტანს ის კანონშემოქმედებითი ორგანო, როდესაც ერთად მოხვდებიან: რევანშისტულ-რესენტიმენტალური მეხსიერების მქონე პარტიები, რაღაც ტრაიბალისტური 2 კაციანი არაფრის მთქმელი მოძრაობები, წარმოგიდგენიათ მაინც იქ რა (პირდაპირი გაგებით) დახლი დაუდგებათ?!


თქვე ხედავთ თუ რა უპასუხისმგებლო, ყველანაირ პრინციპზე უარმყოფელი ხალხია ოპოზიციის მედროშედ, თუ როგორ იყენებენ ისინი მოსახლეობის თვალის ასახვევად წინა ხაზზე ახალგაზრდებს.


პოლიტიკურ ლაბირინთებში კარგად გამობრძმედილ კაცს გაუჭირდება გარკვევა ზოგჯერ არა თუ თინეიჯერებს, რომლებისთვისაც გარედან ლამაზად შეფუთულად სჩანს პროპორციული სისტემა.


თუმცა როგორც ვხედავთ: ეს სისტემა, ჯანსაღ და უკვე პოლიტიკურად მომწიფებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი იწვევს სერიოზულ რყევებს არათუ ჩვენს თოთო დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, თან უპასუხისმგებლო ოპოზიციის თანხლებით.


ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი დეპუტატისთვის მეტად რთული იყო თვითნებურად, პარტიული დირექტივის გვერდის ავლით ამ გადაწყვეტილების მიღება.


მესმის რომ მოსახლეობის ნაწილის, დასავლელ პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებათა და პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მომიწია წასვლამ, მაგრამ ეს გავაკეთე ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, სტაბილურობისათვის. შეიძლება ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინე თუმცა მე ასეთი ხედვა მაქვს, პოლიტიკური პროცესი პროლონგაციურია და ზოგჯერ ცოტა გვიან ჩანს შედეგი, ვიდრე როდესაც პროცესში იხარშება.


არის რეალური საფრთხე, რომ დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარებულმა, ბიონეგატიურმა ადამიანებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.


ეს არის ბნელი ძალა, რომელიც იყენებს ყველას და ყველაფერს, ოღონდ უკან მოტრიალდეს!
დიახ უკან! რებრენდინგის შემდეგ-სტრატეგიული შიზოფრენიით შეპყრობილი ძალის
დევიზია: უკან დავბრუნდეთ, წინ 2012-საკენ!!!


ჩემმა რჩევამ ჯვარი დაგწეროთ, მაგრამ ოპოზიციურ ძალებში მყოფ რამოდენიმე სუბიექტს, შევახენებ
თომას ჯეფერსონის სიტყვებს: "უფრთხილდი კავშირს, რომელიც გიზღუდავს მოქმედებას". მე მაგალითად ეშმაკს ვერ შევეკვრები, მითუმეტეს ადვოკატად ვერაფრით დავუდგები.


ბოლო ორი დღე საოცრებები ისმის, შეფასება თქვენთვის მომინდია, ემზადება ხალხი ხელისუფლებაში მოსასვლელად და აქ ჩემი უშრეტი ფანტაზიაც კი წყდება:


გივი თარგამაძე (ექს-დეპუტატი): "არაფერს გამოვრიცხავ, რადიკალიზმი იქნება."


გიორგი ბარამიძე (თავდაცვის ექს-მინისტრი): "გვინდა ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა"


თაკო ჩარკვიანი, მიმართავს სააკაშვილს: "გარისკე მეგობარო, ჩამოდი"


გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): "მზად ვარ, ავიღო მართვის სადავეები და ვმართო ეს ქვეყანა".


P.S. გუშინ ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა, "ტვ პირველის" გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ინგა გრიგოლიასთან ღია ეთერით საუბარში განაცხადა: ოთარ ჩრდილელი-კახი კალაძის გარეშე გამარჯობას არ გეტყვითო, ამიტომ გამოდის რომ კალაძემ უთხრა ჩრდილელს ასე მოიქეციო...


1. ზევით მოგახსენეთ საკმაოდ ჯიუტი ვარ, კალაძე და ოქრიაშვილი კი არა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული თუ არა ვარ, მამა-ღმერთიც ვერ გადამარწმუნებს.


2. სალამი, ღვთისაა..."სალმის" გარდა არაფერი მაბადია ქალბატონო ხათუნა, ვინ თუ არა თქვენმა პარტიამ მაინც ხომ იცის.


3. კალაძის და ჩემი კოლაბორაცია. თქვენ გხედავთ და უფრო ხშირი კომუნიკაციაც (სალამი და შეხვედრა დეპუტატთათვის განკუთვნილ სივრცეში) თქვენთან მაქვს ვიდრე კალაძესთან.


P.P.S. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის, რომ ბოლომდე გაეცანით ჩემს მოსაზრებას.
მადლობა თუნდაც არ ეთანხმებოდეთ ჩემს გადაწყვეტილებას",-აცხადებს დეპუტატი.


არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება

„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია

მეტროსადგურ "ახმეტელის თატრიდან" ვარკეთელის მიმართულებით მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

იტალიაში ზუგდიდის მერის ვიზიტი დასრულდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და გარდაიცვალა ძმა კი, მოიწამლა

თბილისში ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვის გამო და-ძმა მოიწამლა.

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია "საბას" 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი 4 საათს გარგრძელდა.

გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგრამ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით.

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.