მისი თქმით, "ქართული ოცნება" დანაპირებს შეასრულებს და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება.
"ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ, ეს კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა ექნება, როგორც გვაქვს გათვალისწინებული 2024 წლიდან", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.