სირაძის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება შესაბამისი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.
„კანონის ფარგლებში და კანონით აკრძალულია შენობის შესასვლელების ბლოკირება,
არაერთი მოწოდების მიუხედავად რომ გაეთავისუფლებინათ შენობის შესასვლელები
აქციის მონაწილეები ისევ აგრძელებენ ხმამაღალ განცხადებებს და ცდილობენ რომ შენობის შესასვლელი დაკეტონ. პოლიცია არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ რომ კანონი და წესრიგი დაირღვეს. გავაგრძელებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში მუშაობას. ვერ დაგიდასტურებთ, რომ ვინმეს მხრიდან იყო ფიზიკური შეურაცხყოფა.
პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ვერ დაგიდასტურებთ,. თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა და შესაბამის ზომებს მივიღებთ აუცილებლად“, - განაცხადა სირაძემ.