"ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება, მე ერთი პასუხი მაქვს ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელში, შერეულში თუ პროპორციულში, უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოებისა, როგორც ჩვენს, ასევე კოალიციის მიმართ, რომელიც ქუჩაში ახლა სპონტანურად შეიქმნა, მაგრამ ამისდა მიუხედავად გამოხატვა ყველას შეუძლია და ბევრი ხალხია ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენი მთავარი მიმართვა, მესიჯი ამ ხალხის მიმართ ვინც აპროსტესტებს იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები , დამოკიდებულება გამოვხატოთ 2020 წელს არჩევნებზე", - განაცხადა ვოლსკიმ.