„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.
რიგგარეშე იქნება თუ არარიგგარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შედეგის კუთხით პოლიტიკური მოცემულობა არსებითად არ იცვლება. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს.
ჩვენთვის პოლიტიკური განსხვავება ამ კუთხით არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს ეს მოტხოვნა. რა მოტხოვნა უნდა დაეყენებინათ ამაზე ვერ შეჯერდა ოპოზიცია. ჯერ იყო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, რომელიც ჩვენთვის არაფერს არ ცვლის და ახლა საუბარია გერმანულ მოდელზე, რომელიც არათავსებადია კონსტიტუციასთან. ისინი ვერ თანხმდებიან ერთმანეთში თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, - განაცხადა კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.