აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო

„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჭეშმარიტი პატრიოტი, პატივსაცემი ადამიანი, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა პრაქტიკულად მძევლად აიყვანეს, მაშინ როდესაც ის პაციენტის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მის დასახმარებლად იყო წასული ოკუპირებულ რეგიონში. საზღვრისპირა სოფლებში, სადაც არაადამიანური და ჩაკეტილი საზღვრის პირობები გრძელდება, სწორედ ამ ოკუპანტების ხელისუფლებამ, მარიონეტულმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადარჩენის შანსი წაართვა უკვე ერთ ქალბატონს, რომელიც დაიღუპა იმის გამო, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და ამავე საოკუპაციო რეჟიმმა რისკის ქვეშ დააყენა მეორე ადამიანის სიცოცხლე. ეს გრძელდება ყოველდღიურად. ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მიაღწიეს არაადამიანურობის  მწვერვალს იმით, რომ ექიმი მძევლად აიყვანეს და ჩასვეს ორი თვით იქ, სადაც რაც ხდება, ყველამ ერთად ვიხილეთ“, – განაცხადა ზოიძემ.


მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს.


„ეს არის მიუღებელი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კულუარულად, შიგნით და გარეთ, ყველანაირი მეთოდებით ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით. აქამდეც განცხადება იმიტომ არ იყო გაკეთებული, რომ ყველაფერი კეთდებოდა არაოფიციალური არხებით და ვცდილობდით მკვეთრი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რათა მაქსიმალურად გაგვეზარდა შანსი, რომ ოკუპანტები გონს მოეგებოდნენ და გამოუშვებდნენ ბატონ ვაჟას. როდესაც ახლა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, უნდა ვეცადოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით, არა მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიური წრეების, არამედ საერთაშორისო წითელი ჯვრის, ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეთ“ ჩართვით უზრუნველვყოთ ეს. ექიმი, ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ ცნობს საზღვრებს, ეს ფუნდამენტური ადამიანური პრინციპი დაარღვია ოკუპანტმა  ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე. ყველამ ერთად მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ოკუპანტი ხელისუფლების ეს აღმაშფოთებელი, არაადამიანური და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი შეწყდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


შეგახსენებთ რომ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. 
 
 


გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

"ლიბერთის" და UN Women-ის თანამშრომლობა დაიწყო

დღეს, "ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე მოზარდთა მშობლები და პედაგოგი დააკავა

არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათიკაშვილი: უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს

„უმრავლესობის უმრავლესობა სწორედ, რომ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მაჟორიტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ბიუროს საინიციატივო ჯგუფის სარეგისტრაციოდ განცხადებით მიმართეს

ბიურომ კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, დაჩი ბერაიას მიერ წარმოდგენილი განცხადება განიხილა.

,,არემჯის“ დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე კვირაა მიმდინარეობს

აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა,  ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია,  როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „არემჯის“ თანამშრომლებისათვის.

სოფელ დიღომში N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან, სოფელ დიღომში N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს სოფელი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაიყვანს.

 
სოფელ დიღომში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს

 სოფელ დიღომში დღეიდან N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

მამა ანდრია სარია დაკავებულ ბერზე: ეს პრობლემა ეკლესიის ზედა რგოლში უნდა მოწესრიგდეს

მღვდელმონაწონ ანდრი სარიას განცხადებით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონი საქართველოს ეპარქიაში არ მოღვაწობდა.