თავისუფლების მოედანზე უკვე გაისმა რამდენიმე გამაფრთხილებელი სიგნალი.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
თავისუფლების გამზირზე აქტივისტები დაშლას არ აპირებენ.
გავრცელებული იცნორმაციით, აქციის დაშლილსას დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 17 საათისთვის დაიწყო. აქტივისტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოყენებული იყო წყლის ჭავლი.