არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება

“2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა ინიციატივამ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს, ჩაწერილია მოქმედ კონსტიტუციაში იმ რეფორმის შედეგად, რომელიც 1 წლის წინ პარლამენტმა განახორციელა.


მისივე თქმით, მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც განუხრელად იყო და იქნება დაცული მომავალშიც.


"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მომხრეები კვლავ შეცდომაში შეიყვანა, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა ისინი და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს გასცდა.


საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ამ  მიზნით ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა გააკეთა. ეს ცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის,  მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  გუშინ საღამოს, დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, პირადად მქონდა თითოეულ მათგანთან საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ პროტესტი კანონის ფარგლებში. ასევე შევთავაზე, რომ  დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ მხარეებს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ სტრატეგიულმა პარტნიორებმა - აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მოუწოდეს.


არჩილ თალაკვაძემ ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება იმ სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას ნიშნავს, რომელიც ყოველდღიურად სასიცოცხლოდ აუცილებელია მოქალაქეებისთვის.


„სახელმწიფო ინსტიტუტების და ფუნქციების ბლოკირება სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძე  გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ პარლამენტის ჭიშკრებზე ბოქლომების დადების ფაქტსაც.


პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე, ოპონენტებს გაჭრილი ბოქლომი დაუბრუნა და განაცხადა, რომ ეს ნივთი სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომასა და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.


„საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა, პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები: ეს არიან ის ადამიანები, ვინც, თავის დროზე, ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი ასაღებდნენ დემოკრატიად და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო დიდი წარმატება. ისინი დღესაც ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტისთვის. ამიტომ, მინდა, მათ, სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ. ეს უნდა შეინახონ და დაიმახსოვრონ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ დაადებენ ბოქლომს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციელებს, შს სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  “სამართალდამცველებმა მინიმალური ჩარევით განახორციელეს მოქმედება და შეძლეს, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოქმედებს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო”.


„თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ შეუძლიათ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, უფრო ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მათ ამისთვის უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატები და პოლიტიკა პარლამენტში. მეორე შეთავაზება არის, რომ გავაგრძელოთ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა პარლამენტმა დაამტკიცოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

"ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ", - ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ჯივიპი, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში N23 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა 

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.