2019 წლის "წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის  "წინანდლის პრემიის" ჟიურიმ - დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის "წინანდლის პრემიის" 24  ნომინანტი გამოავლინა.

თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე; კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი; მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია; მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე; მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი; სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე; ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს  19:30  საათზე,  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.


"წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად კონკურსი  20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.  


"წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.  წლების განმავლობაში "წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.


"წინანდლის პრემია 2019" ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. "წინანდლის პერემიის" მხარდამჭერებია: კომპანია "ბადაგონი", "ლიბერთი ბანკი",  კომპანია PSP  და "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე". პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია "არდი".


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

"ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ", - ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ჯივიპი, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში N23 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა 

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.