კახა კალაძე: ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განსხვავებაა არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის. 

"თეორიულად ჩავთვალოთ რომ ეს არის სწორი კვლევა. გამოკითხულთა რა ნაწილმა იცის რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულო საარჩევნო სისტემებს შორის, იყო ეს კითხვა დასმული? რამდენმა იცის ამ სისტემებს შორის განსხვავება? ჩემი კითხვა ლეგიტიმურია. ადამიანთან რომ მიდიხარ და ეკითხები რამეს, რა პასუხი უნდა გაგცეს თუ არ იცის. დღეს რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს დეტალურად რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის",- განაცხადა კახა კალაძემ.


ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ჩააგდო ხელისუფლებამ პროპორციული სისტემის კანონპროექტი იმიტომ, რომ ოპოზიციას "ქართულ ოცნებაზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ამ პოზიციას არ ეთანხმება.


"რა აქვთ სანერვიულო მაშინ, თუ მთლიან ოპოზიციას პარტია "ქართულ ოცნებაზე" 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს? ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ ხომ?",- აღნიშნა კახა კალაძემ. 


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს  მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" ხმათა 23 - % მიიღებდა, ენმ - 15%-ს, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:


ენმ – 15%


ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%


ლეიბორისტები – 5%


პატრიოტთა ალიანსი – 4%


სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%


ახალი საქართველოსთვის – 2%


დემოკრატიული მოძრაობ (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%


ლელო – 2%


გირჩი – 1%


შენების მოძრაობა – 1%


სხვა პარტიები – 1%


ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას მართავენ

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და კოლეგები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში მშვიდობიან, საპროტესტო აქციას მართავენ. 

თალაკვაძე: ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას

"როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ერეკლე კუხიანიძე: მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ერეკლე კუხიანიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ვოლსკი: დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს 

"დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს და დევს მაგიდაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა 

"ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნებისგან" ზედმეტი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებას

"ოპოზიცია ყველა ქმედებაში კონსტრუქციულია, ხოლო "ქართული ოცნება" დესტრუქციულია", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: მისი ჯანმრთელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს

"არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბარლდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

 

ნიკოლოზ მეტრეველი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ყავს

„ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ „პირველის“ეთერში.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს.

მარკეტინგი 1 ლარად, ანუ როგორ არ დავხარჯოთ ფული მედიაში

შენ, რომელმაც ამ სტატიის კითხვა ეს-ესაა დაიწყე, იცოდე, რომ „კლიპარტის“ ექსპერიმენტში მონაწილეობ.  

გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.

ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა დღეს გაიმართება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი კაცია ჩარჩენილი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი მამაკაცია ჩარჩენილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის კაცს ეძებენ

ნათესავების ინფორმაციით, რობერტ ნაცვლიშვილი სახლიდან 12 დეკემბერს, ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

კობახიძე უზენაესის მოსამართლეებზე: ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში ან მეორე შანსი უნდა მიგვეცა

"რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული",-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.