მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენს პირობებში, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები აქვთ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, - პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან - რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპების თუ ხედვის ადამიანი“, - აცხადებს მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი.


განცხადების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის დაფუძნების დროს, უპირველეს ყოვლისა, იმ საარჩევნო ტრადიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც სინამდვილეში იზიარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩვენი თანამოქალაქეები.


„დღეს, დასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის რაიმე არსებითი განსხვავებების მიგნება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისთვის უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა.


„ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა, ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს“, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა.


ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას მართავენ

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და კოლეგები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში მშვიდობიან, საპროტესტო აქციას მართავენ. 

თალაკვაძე: ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას

"როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ერეკლე კუხიანიძე: მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ერეკლე კუხიანიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ვოლსკი: დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს 

"დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს და დევს მაგიდაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა 

"ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნებისგან" ზედმეტი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებას

"ოპოზიცია ყველა ქმედებაში კონსტრუქციულია, ხოლო "ქართული ოცნება" დესტრუქციულია", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: მისი ჯანმრთელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს

"არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბარლდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

 

ნიკოლოზ მეტრეველი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ყავს

„ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ „პირველის“ეთერში.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს.

მარკეტინგი 1 ლარად, ანუ როგორ არ დავხარჯოთ ფული მედიაში

შენ, რომელმაც ამ სტატიის კითხვა ეს-ესაა დაიწყე, იცოდე, რომ „კლიპარტის“ ექსპერიმენტში მონაწილეობ.  

გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.

ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა დღეს გაიმართება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი კაცია ჩარჩენილი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი მამაკაცია ჩარჩენილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის კაცს ეძებენ

ნათესავების ინფორმაციით, რობერტ ნაცვლიშვილი სახლიდან 12 დეკემბერს, ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

კობახიძე უზენაესის მოსამართლეებზე: ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში ან მეორე შანსი უნდა მიგვეცა

"რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული",-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.