გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გვიან ღამით გამოაცხადა.
15 დღემდე პატიმრობა შეეფარდათ ბრალდებულებს- ბექა ბასილაიას, გიგა მაქარაშვილს, ირაკლი ნადირაძეს, ელგუჯა ბაგრატიონს, ლუკა ჭიჭინაძეს, გიორგი ბუნტურსა და დიმიტრი ბიძინაშვილს, 4-4 დღით - დავით მჟავანაძესა და ირაკლი კაჭარავას, ხოლო გურამ მჭედლიშვილს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, პაატა სუსანაშვილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს აქციის დაშლისას პოლიციამ ჯამში 37 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ საქმე სამარეთალდამცველის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლით აღიძრა.