არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას იყოს კონსტრუქციული

Euroactiv-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების იდეებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის პარლამეტში ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა აქამდეც ცნობილი იყო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არასდროს სარგებლობდა პოპულარობით მაჟორიტარებში.


"პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა არასოდეს სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს შორის. ეს უკვე საჯაროდ არის ცნობილი. ისინი არ მიესალმნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთი წლის წინ, მაგრამ ჩვენ მობილიზება მოვახდინეთ და მივაღწიეთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას და შევძელით კანონპროექტიოს დამტკიცება საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში. შესაბამისად, მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება 2024 წლეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვენი თავდაპირველი სამიზნე თარიღი. და ეს გაკეთდა ერთი წლის წინ. ახლა ჩვენ მხარი დავუჭირეთ თარიღის შეცვლას. სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო ხმების საჭირო რაოდენობის მობილიზება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო.


"ეს იყო რეაქცია კანონის დაცვით, პროცესის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციისა და ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში დასაბრუნებლად. უნდა გითხრათ, რომ ამ აქციამდე მე პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურ ჩარჩოებში დაებრუნებინათ - გამოეყენებინათ ყველა საპარლამენტო პლატფორმა, პლენარული ან კომიტეტის სხდომა, ან სხვა ფრაქცია, ინტერპარტიული ფორმატები, რათა წამოეყენებინათ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხები. ეს არის სამუშაო პროცესი ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას ეხება და რომელიც უკვე დაწყებულია",- აღნიოშნა არჩილ თალაკვაძემ.


 


 


 


ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას მართავენ

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და კოლეგები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში მშვიდობიან, საპროტესტო აქციას მართავენ. 

თალაკვაძე: ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას

"როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ერეკლე კუხიანიძე: მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ერეკლე კუხიანიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ვოლსკი: დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს 

"დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს და დევს მაგიდაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა 

"ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნებისგან" ზედმეტი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებას

"ოპოზიცია ყველა ქმედებაში კონსტრუქციულია, ხოლო "ქართული ოცნება" დესტრუქციულია", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: მისი ჯანმრთელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს

"არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბარლდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

 

ნიკოლოზ მეტრეველი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ყავს

„ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ „პირველის“ეთერში.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს.

მარკეტინგი 1 ლარად, ანუ როგორ არ დავხარჯოთ ფული მედიაში

შენ, რომელმაც ამ სტატიის კითხვა ეს-ესაა დაიწყე, იცოდე, რომ „კლიპარტის“ ექსპერიმენტში მონაწილეობ.  

გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.

ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა დღეს გაიმართება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი კაცია ჩარჩენილი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი მამაკაცია ჩარჩენილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის კაცს ეძებენ

ნათესავების ინფორმაციით, რობერტ ნაცვლიშვილი სახლიდან 12 დეკემბერს, ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

კობახიძე უზენაესის მოსამართლეებზე: ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში ან მეორე შანსი უნდა მიგვეცა

"რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული",-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.