„ბიძინა ივანიშვილს არც სიტყვა გაუტეხია და არც პერსონალურად მიუღია რაიმე გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში და მას უკვე კანონის ძალა აქვს, რომელსაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა დაემორჩილოს. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, არცერთი დამამტკიცებელი ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ზეწოლას ახდენს დეპუტატებზე, რის გამოც დადგა ის შედეგი, რაც დადგა“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.
ხარჩილავა აქციის ლოზუნგს „ყველა ერთის წინააღმდეგ! ყველა - მინუს ერთი“ ეხმიანება.
„ყველა ერთის წინააღმდეგ ! ყველა - მინუს ერთი! - ეს ლოზუნგი რომ წაგიმძღვარებიათ წინ, თქვენ გგონიათ, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის, რომ ის ერთი სახელმწიფოსთვის გაკეთებული საქმეებით თქვენ, ყველას ერთად გადაგწონით? ივანიშვილი აშენებდა და აშენებს, თქვენ ანგრევდით და ანგრევთ. მას შემოჰქონდა და თქვენ გაგქონდათ და გაგაქვთ. მინუსზე და გამოკლებაზე თუ დადგა საქმე, თქვენ ყველა რომ გამოგაკლოთ საქართველოს, ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება“, - წერს „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი.