აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

„როგორც უკვე ითქვა, 2020 წელს საარჩევნო სისტემა არის შერეული. ეს არის კანონიერი სისტემა, განსხვავებით იმისგან, რასაც ოპოზიცია აცხადებს. სხვათა შორის, ე.წ. სასამართლოს მითვისება, რომელიც ქალბატონმა დეკანოიძემ ახსენა... ამ „მითვისებულმა სასამართლომ“ 10 დღის განმავლობაში გაათავისუფლა მისი შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში. ამან კი ბევრ მოქალაქეში გამოიწვია შეშფოთება. მაშ, რატომ აქვთ სხვებს მისჯილი ხანგრძლივი პატიმრობა იმავე დანაშაულისთვის მაშინ, როცა მისმა შვილმა სულ 10 დღე გაატარა სასამართლოში. და კიდევ ერთი დეტალი: ამ პროტესტისა და შენობის დაბლოკვის შემდეგ, რაც სრულიად არაკანონიერია, – უნდა განვასხვავოთ გამოხატვის თავისუფლება და კანონიერი ფორმები არაკანონიერი ფორმებისგან, – და ამ არაკანონიერი ფორმების შემდეგ ბევრმა, ბევრმა მხარდამჭერმა დატოვა ტერიტორია.


შედეგად, არ იყოს საკმარისი ხალხი ქუჩის შესავსებად, და ეს არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა! ისინი, ამ უკანონო ქმედებებით, თვითგანადგურებას ეწევიან, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც სამართლიანად, – ვიმეორებ, სრულიად სამართლიანად, – გამოთქვამენ პროტესტს ამ გულაცრუების წინააღმდეგ, აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ისინი არ უნდა იჭრებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებში, პარლამენტის შენობაში, და არ უნდა აბამდნენ ჯაჭვებს პარლამენტის შესასვლელთან“, – განაცხადა ექსპერტმა „ალ ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში.

წყარო: ipress.ge

გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7%

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში

„საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწვეტილების შესახებ ისაუბრა.

რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება

2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს. 

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

ლარი 0.37 თეთრით გამყარდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.37 თეთრი შეადგინა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინე ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

არჩილ თალაკვაძე: გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება გაიზარდოს

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- 

 
სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ კუტოიანი ერევანში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრემიერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

რუსეთის ფედერაციის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და ექს პრემიერი დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტები 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია.

ერდოღანი და მერკელი შეხვედრას გამართავენ

თურქეთისა და გემანიის ლიდერები რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ანგელა მერკელი სტამბოლში მოლაპარაკებას გამართავენ. 

დავით მათიკაშვილი: ირაკლი შოთაძე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანი, როდესაც მან თანამდებობა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი TV-ს გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს - დაკავებულია ერთი პირი

ზუგდიდში ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა, სანათები დააზიანეს.

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი შოთაძე მოხვდეს მთავარი პროკურორობის იმ კანდიდატებს შორის, რომელსაც საპროკურორო საბჭო საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. 

აშშ-ის ელჩი: საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება

"ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება",- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო

75 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო.

 

ნათია თურნავა: გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური, საჭიროების შემთხევაში, ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გარდაბანში, სადაც ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა.