„თუ ითხოვ პროპროციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი“ - ბექა ნაცვლიშვილი აქციას აანონსებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს 15:00 საათზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ აქციას აანონსებს.

როგორც დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის ორგანიზატორია თავად ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.


„პროპორციული არჩევნები საშუალებაა და არა მიზანი ჩვენ ვიბრძვით მიზნისთვის !!! რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომაშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი. ასე ცვლილება ვერ მოხდება !!! პირველი, ხალხი დგას ძირეული პრობლემები წინაშე: სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობა, მიზერული ანაზღაურება, ადამიანების ექსპლუატაცია სამუშაო ადგილზე, ჩავარდნილი საპენსიო რეფორმა, უსახლკარობა, მიგრაცია, დაბინძურებული გარემო, ჯანდაცვა და მედიკამენტების ფასები, უხარისხო განათლება, საბანკო ვალები, აზარტული თამაშები, კაზინოებზე დაფუძნებული კოლონიალური ეკონომიკა და აქედან გამოწვეული უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა.


მეორე, დღეს ორი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება (ნაციონალური მოძრაობა მისი განშტოებებით და ქართული ოცნება) ერთმანეთთან ძალაუფლებისთვის ბრძოლით კვებავს ერთურთს, პირველი რევანშიზმით შეპყრობილი, მეორე კი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. ამიტომ ორივე არა ხალხს, არამედ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკება.


პროპორციული საარჩევნო სისტემა არის შესაძლებლობა გაირღვეს ეს ჩაკეტილი წრე, დასრულდეს ორ პოლუსიანი პოლიტიკა და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცეთ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღევანდელი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მცირეა.


ხალხს არ აქვს იმედი, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ, რაც მათ აწუხებთ.დიდი ხანია, პოლიტიკა ელიტებს შორის რესურსებისა და ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლად გადაიქცა და ამას ყველა კარგად ხედავს. მესამე, იმ ძირითადი მოთამაშეების უკან, დღეს ვინც პოლიტიკაშია ან პოლიტიკაში მოდის, არა მშრომელები, უბრალო ადამიანები, არამედ სავახშო და სხვა მსხვილი კაპიტალი დგას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ მიმართ ნდობას. ამის დასტურია მოძრაობა ლელოც. მეოთხე, იქ სადაც „ნაციონალური მოძარობა“ დგას, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ და არ დადგება, რაც არ უნდა დიდი იყოს ქართული ოცნების მიერ იმედ გაცრუება. ამიტომ, თუ გვინდა ცვლილება, „ჯერ არჩევნები და მერე ვნახოთ“ აღარ გამოვა“, -  ნათქვამია განცხადებაში.


დეპუტატი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაფიოდ უნდა თქვას რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, საპარლამენტო მანდატისთვის თუ რეალური ცვლილებისთვის.


„საზოგადოებას სჭირდება თუ გინდ განსხვავებული, მაგრამ მკაფიო პასუხები და ხედვები კონკრეტული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. პარტიების ერთმანეთთან უშინაარსო კინკლაობა ვინ პრორუსულია და ვინ პროდასავლური, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. არჩევნები, გინდაც პროპორციული, არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოაქვს ის ცვლილებები რაც ჩვენ გვჭირდება. პროპორციული არჩევნები კარგია იმ მხრივ, რომ ორგანიზების მოტივაციას ზრდის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გამო, აქამდე აზრს ვერ ხედავდნენ პოლიტიკაში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობისა. ამიტომ, ეს არის შანსი მათთვის, შემოგვთავაზონ უკეთესი პოლიტიკური პროგრამა და გამარჯვების შემთხვევაში, სანამ არიან ხელისუფლებაში, იბრძოლონ ამ პროგრამის განხორციელებისთვის.ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისტორიის გამეორება, როცა ძველ ხელისუფლებას ზარზეიმით ვისტუმრებდით, იმ იმედით რომ შემდგომი იქნებოდა უკეთესი. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმედი არ არის საკმარისი. ჩვენ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ რას გააკეთებს შემდეგი. არ უნდა დავუტოვოთ სხვას შანსი ჩვენი იმედგაცრუებისა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბრძოლა და მოვითხოვოთ არა მხოლოდ პროპორციული არჩევნები, არამედ იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც ყველა მთავრობას უპასუხისმგებლოდ ერთად უგროვებია. უნდა გავერთიანდეთ ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკური ელიტების უშინაარსო კინკლაობა ყელში ამოუვიდა. თუ ჩვენ ამ ბრძოლას დავუთმობთ მათ, ვისაც სჭირდება სასწრაფო წესით პროპორციული არჩევნები მხოლოდ იმისთვის, რომ ხლისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენს ხარჯზე მოირგონ სახელმწიფო აპარატი პირადი სიმდიდრისა და გავლენის დასაგროვებლად - ასეც მოხდება. ამიტომ დღესვე უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, უკეთესი ანაზღაურებისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის, უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის, უკეთესი ეკოლოგიური გარემოსთვის - ახალი სოციალური წესრიგისთვის. პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლებლობაა და არა მიზანი. თუ ადამიანებს ახლავე არ ეცოდინებათ, თუ რა არის საბოლოო მიზანი, ისინი არ იბრძოლებენ. ამიტომ ჩვენ დღესვე უნდა დავანახოთ ყველას თუ რას ემსახურება ჩვენი ბრძოლა. თუ ითხოვ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, ნუ მოხვალ. ხოლო თუ ითხოვ პროპროციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი ! 24 ნოემბერი, 15:00 საათი, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ აქციის ორგანიზატორები არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“, - აღნიშნულია ნაცვლიშვილის განცხადებაში.


 


 


 


კანადა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს $25 000-ს გადაუხდის

კანადის მთავრობა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ცხედრების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების დასაფარად, $25 000 დოლარს გამოუყოფს.

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგომის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება არ დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის დღევანდელი განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა და მთავრობას "ახალი შანსი" მისცა. 

მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავა. 

საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯამში 17 კანდიდატი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. 

ვალერიან გორგილაძე : „NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა

„NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა“, - ამის შესახებ ექსპერტმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა. 

გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7%

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში

„საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწვეტილების შესახებ ისაუბრა.

რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება

2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს. 

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

ლარი 0.37 თეთრით გამყარდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.37 თეთრი შეადგინა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინე ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

არჩილ თალაკვაძე: გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება გაიზარდოს

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- 

 
სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ კუტოიანი ერევანში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრემიერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

რუსეთის ფედერაციის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და ექს პრემიერი დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.