„შვიდი წელი აწამეთ კაცი და მაინც ცოცხალი და ძლიერი გამოვიდა იმ თქვენი საშინელებიდან და გებრძვით დღესაც, აი ამას ვერ ინელებთ“- მიმართა ირაკლი ლაგვილავამ აქციის მონაწილეებს.
მერაბ ქვარაიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი იცავენ საკუთარ არჩევანს, მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარს.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტი პარტიების ქმედებებს, ისინი ამას პროვოკაციისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევენ.