„ცალსახად არ შეიძლება ადამიანმა უარყო ან წინააღმდეგ წახვიდე იმის, რომ ხალხს ვკითხოთ. ზოგადად ეს დამოკიდებულება კარგია და მისასალამებელი. უბრალოდ ამაზე დღეს საბოლოო პასუხს ვერ გაგცემთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტექნიკური დეტალი არსებობს, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის აზრი, საზოგადოების განწყობა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსესუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა-მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიმართავს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.