რა მხრივ შეიძლება გაუარესდეს დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით?

საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ირგვლივ აჟიოტაჟი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, კერძოდ ცვლილებების მთავარი ინიციატორის დიმიტრი ცქიტიშვილის უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ განელდა.

თუმცა, პროექტი პროექტად რჩება და ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განხილვის საგანი, დიდი ალბათობით, მაინც გახდება.


შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსალოდნელ ეფექტებზე საერთაშორისო კომპანია Nexia Ta Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი ალექსანდრე ნაჭყებია ექსპერტულ მოსაზრებებს სტატიაში აქვეყნებს:


„დასაქმებულების უფლებების დაცვის კუთხით, პროექტი, საერთო ჯამში, დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა არის ახალი რეგულაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც დასაქმებულთა მდგომარეობას აუარესებს. წინამდებარე სტატიაში ცვლილებების პროექტის სწორედ ასეთ დებულებებზე გვექნება საუბარი.


ცვლილებების პროექტის მიხედვით, განისაზღვრა სტაჟიორის ცნება, ამასთან, დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სტაჟირების ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ, არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ცვლილებების პროექტში ასევე განისაზღვრა, რომ სტაჟიორის მიმართ არ მოქმედებს შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო, შვებულება მამობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. მასზე ასევე არ ვრცელდება შრომის კოდექსის 48-ე (ამჟამინდელი რედაქციის 38-ე) მუხლი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებს დასაქმებულის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო, ასევე, დასაქმებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას, დასაქმებულის უფლებას მოითხოვოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზის დასაბუთება, მოითხოვოს განაცდური და ა.შ. შრომის კოდექსის არსებული რედაქციით, პირდაპირ არ არის განსაზღვრული სტაჟირების ცნება და სამართლებრივი ბუნება. კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ უფასო სტაჟირება ვერ ჩაითვლება შრომით ურთიერთობად, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟიორი უნდა ჩაითვალოს დასაქმებულად და მასზე უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა გარანტია.


როგორც ვხედავთ, ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟიორის უფლებები მნიშვნელოვნად მცირდება. გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სტაჟირების ვადის შეზღუდვა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დამსაქმებელი სტაჟიორს მუშაობას ვერ აიძულებს. ამ მხრივ, სტაჟიორის დაცვა ახალი რეგულაციებით არ არის აუცილებელი. თუ ორივე მხარე თანახმაა, რომ გაგრძელდეს სტაჟირება, მათ ამის უფლება სახელმწიფომ არ უნდა შეუზღუდოს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, დამსაქმებელი შესაძლოა სტაჟირებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმდეს შრომის ინსპექციის მიერ, შესაბამისად, ის იძულებული იქნება შეწყვიტოს სტაჟირება.


ცვლილებები გათვალისწინებულია სამუშაო დროსთან დაკავშირებულ რეგულაციებშიც. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს.


პროექტის მიხედვით, სამუშაო დროის შეზღუდვა არ მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრული სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოს მიმართ. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავს საწარმოებში სამუშაო დროის ზედა ზღვარი აღარ იქნება დადგენილი. ეს ცვლილება ნამდვილად არ შეიძლება მივიჩნიოთ დასაქმებულის სასარგებლო ცვლილებად.


უცნაური ცვლილება შედის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.


ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დასაქმებულისათვის სავალდებულოა მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის 2. საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის. სხვა შემთხვევაში, არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც განსახილველი ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას, რომ იმუშაოს ზეგანაკვეთურად. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, ნებაყოფლობით ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით, რისთვის არის საჭირო დასაქმებულის წინასწარი ინფორმირება. წინასწარი ინფორმირებით ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დასაქმებულისათვის სავალდებულო ვერ გახდება. ვფიქრობთ მსგავსი რეგულაცია გამოიწვევს გაუგებრობას ზეგანაკვეთური სამუშაოს სავალდებულოობასთან დაკავშირებით.


ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებითაც შემოთავაზებული ცვლილებები აუარესებს დასაქმებულების მდგომარეობას, კერძოდ, ცვლილებების პროექტის მიხედვით, ამ კანონის 48-ე მუხლში (მიმდინარე რედაქციით 38-ე მუხლი, რომელიც ეხება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის/კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას) მითითებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე ნებისმიერი სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ. მაგალითად, თუ დამსაქმებელს აქვს დასაქმებული სახელფასო დავალიანება და დასაქმებული 1 წლის განმავლობაში არ უჩივლებს მას სასამართლოში, მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება და დამსაქმებელს უფლება ექნება უარი თქვას სახელფასო დავალიანების გადახდაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლებად სავარაუდოა დასაქმებულმა შრომითი ურთიერთობის პერიოდში დამსაქმებელს უჩივლოს, პრაქტიკაში ხშირად შევხვდებით მსგავს შემთხვევებს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა მსგავს მოთხოვნებზე შეადგენს 3 წელს“.


ავტორი: ალექსანდრე ნაჭყებია, Nexia Ta Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი.


ქიბარ ხალვაში: სტრასბურგის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი 2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"აფხაზური კულტურა ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც ზრუნვა სჭირდება"- მეცნიერების მიმართვა 

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

გიორგი გიორგაძე „ევროპაბეთზე“: პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან

ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი, გიორგი გიორგაძე კომპანია „ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა თამაშების კომპანიებს, რომ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში.

ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წერტილი დაესვა სპეკულაციებს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე

"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. 

 
ნათია თურნავა: ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

ცოტნე ზურაბიანი: უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები

„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით

„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

ცოტნე ზურაბიანი: ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა და განწყობა ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც ევრონესტზე იქნა მიღებული

„ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა, განწყობა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე, ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნა მიღებული. ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები არის მათი პირადი მოსაზრებები, ხშირად ნაკარნახევი იმ დეზინფორმაციით, რომლითაც საზრდოობს ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს

„საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 - თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 დაკავშირებით 11 დეკემბერს, 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

ნათია თურნავა: ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება.

ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს

ეს ციფრები არის  მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13%,7-იან ზრდას.

  

მიხეილ დაუშვილი: მიდის კონსტრუქციული მსჯელობა რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.

მიხეილ დაუშვილი: აზარტულ და მომგებიან თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომ საკითხი გადახედილიყო 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - "რუსთავი 2"-ის საქმე არ გადაიხედება

2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.