ნათია თურნავა: აუქციონზე მუდმივად იქნება გამოტანილი არანაკლებ 100 საპრივატიზაციო ობიექტი

"დღეიდან 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის  შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.


მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარ მომზადებულია და მოხდა იმ პრობლემების გაანალიზება, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს.


"ჩვენ ძალიან კრიტიკულად მივუდექით საკუთარ თავს, თუ  როგორ შეიძლებოდა დაგვეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ამიტომ წინასწარ შევაფასეთ ობიექტები, შევათანხმეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სხვადასხვა უწყებებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ყველა ობიექტს ახლავს რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესს შეუძლია შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს შეძენილი ობიექტი.


"ველოდებით, რომ ამ გზით, დაპირებისამებრ, ერთი ფანჯრის პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი ეს მოგვცეს საშუალებას კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დავიჭიროთ. როგორც იცით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,7%-ს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა უნდა იდგეს სამუშაო ადგილები და დღეს სწორედ ასეთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას", - დასძინა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


EXCLUSIVE 20  - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, „აქსისის“ გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

უკრაინა დონბასში ეუთო-ს მისიის გაფართოებას ითხოვს

ოფიციალური კიევი დონბასში ეუთო-ს მისიის გახანგძლივებასა და გაფართოებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად

"სამწუხაროდ, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ესპანეთი ქარიშხალ "გლორიას" ებრძვის

ძლიერმა ქარიშხალმა "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თეა წულუკიანი: 8 წელი საკმარისია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს სისტემას

„2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაავდებულთა რიცხვი 300-მდე აღწევს. 

თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული მოძრაობა ირლანდია" ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

თეა წულუკიანი: ალტერნატიული სასჯელები უნდა გამრავალფეროვნდეს და პატიმრებისთვის წახალისების მექანიზმები გახშირდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას პატიმრებთან ჰუმანური დამოკიდებულების პოლიტიკა აქვს.

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა.

ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს ბილ ლინგრენს შეხვდა.

"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსის" კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით "ევექსის" კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზესტაფონში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

ზესტაფონში 60 წლამდე კაცმა თავი მოიკლა.

 
რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საბჭომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანი: ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდების კუთხით გამოწვევები გვაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, არა მხოლოდ პენიტენციურ, არამედ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდებით კუთხით გამოწვევები არსებობს.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

 

თეა წულუკიანი: განსაკუთრებით ქალები განვიცდით ასაკს

„45 წლის წინ დავიბადე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქალს მივესალმო, ვისაც ეს ასაკი დაუდგა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა.