გიორგი ცუცქირიძე: ყველა იმას აკეთებს, რაც მისი მოწოდებაა - ნაცები ქუჩაში დარბიან, გიორგი გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ ოქტომბერში

„როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი აშინებთ ნაცებს ზუსტად“,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლებამ და მთლიანად მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა გადაწყვეტილებებმა როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით.


„როდესაც ნოემბერში, ოქტომბრის თვის წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.4%-ით იყო გაზრდილი, ცხადი გახდა, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მშპ-ის ზრდა ოქტომბერშიც მაღალი იქნებოდა.


წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც უფრო მაღალია სექტემბერთან შედარებით, როდესაც ზრდა 5.2 % იყო, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.


ზრდის პოზიტიური დინამიკა განაპირობა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად), რომელიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მთელი 14.0 პროცენტით არის გაზრდილი.


ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის ოქტომბერშიც, წინა თვეების მსგავსად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა როგორც მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში, ისე დამამუშავებელ მრეწველობაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუნდაც დასაქმების ზრდის კუთხით.


ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, დადებითად იმოქმედა გაზრდილმა საბიუჯეტო შემოსავლებმაც, რაც გეგმურზე 130 მლნ ლარით მეტია.


სექტემბერ-ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდა უფრო მეტიც იქნებოდა, რომ არა მაღალი ინფლაცია, რამაც, ბუნებრივია, შეამცირა რეალური ზრდის ტემპი, ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელთან მიმართებაში.


ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ათი თვის საშუალო 5%-იანი მაჩვენებელი, ისევე როგორც ბოლო ორ თვეში ზრდის ტემპები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ზრდის მაჩვენებელი, არა თუ პესიმისტურ სცენარზე, არამედ საპროგნოზო მაჩვენებელზეც, რაც 4.6 %-ია, მაღალი იქნება.


მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლებამ და მთლიანად მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა გადაწყვეტილებებმა როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით.


და ბოლოს, ყველა იმას აკეთებს, რაც მისი მოწოდებაა - ნაცები ქუჩაში დარბიან, კოცონებს ანთებენ და ქვებს ისვრიან - გიორგი გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ ოქტომბერში. როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი აშინებთ ნაცებს ზუსტად“. - წერს გიორგი ცუცქირიძე.


ინფორმაციისთვის, საქსტატმა 2019 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.


თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.