საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად დასახელდა აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტად. 

 

შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით.


ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრი ლუის პლანასი გამოვიდა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ორგანიზაციაში ახალი წევრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ესპანეთის სამეფო მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და სთავაზობს მას ცოდნის გაზიარების, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომისა და ზეთისხილის წარმოების ესპანური გამოცდილების გაზიარებას.


როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ხარისხიანი პროდუქციისთვის გასაღების ბაზრებზე წვდომას და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, სწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზეთისხილს გააჩნია უნიკალური თვისება, ხელი შეუწყოს დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას და შეამციროს მავნე ზეგავლენა კლიმატზე. ამასთანავე, მისგან წარმოებული პროდუქტი ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გააჩნია პრევენციული მოქმედების უნარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ. 


„ახალი პლანტაციების გაშენება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საბჭო საკუთარი წევრებისთვის ითვალისწინებს ინვეტიციების მოზიდვასა და საერთო სტანდარტით წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობას“, -განაცხადა ხატია წილოსანმა.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინა.


შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში, საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.


ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებით: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ანდორას, ალჟირის და მაროკოს სამეფოში, ილია გიორგაძე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და კომპანიის „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.


ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაარსდა და 17 ქვეყანას აერთიანებს. 2019 წელს თავმჯდომარე ქვეყანა ეგვიპტის სამეფო იყო.


საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მადრიდის ათასწლოვანი ზეთისხილის რეკრეაციული ზონა დაათვალიერა, სადაც 500-მდე უნიკალური სახეობის ზეთისხილის ათასწლოვანი ხე იზრდება.


რუსეთში ქალაქის საკრებულოს დეპუტატი და მისი ცოლი მოკლეს

როსტოვის ოლქის ქალაქ ზერნოგრადში უცნობმა პირებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანდრეი ალაბუშევი და მისი ცოლი მოკლეს.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის. 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ უფლებების საჯაროდ დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ყურადღება გაამახვილა. 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გაუფორმდა, გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები. 

პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

დადასტურდა თუ არა კორონავირუსის შემთხვევა კახეთში - პაატა იმნაძის განმარტება

"22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე: შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება

"ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა  ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მარტ ჰელმესთან შეხვედრა გამართა.

მაია ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტები კურორტების მართვის ორგანიზაციებს დააფუძნებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე

„მისასალმებელია, ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.