კახა კალაძე: 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

 

ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობას 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.  


„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. უკვე განხორციელებული პროექტები კარგია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ მომავალზეც, თუ რას ვგეგმავთ შემდეგ წელს. 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება, ვინაიდან უფრო გაზრდილი ბიუჯეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს. ვიცი, რომ ბევრია გამოწვევა, პრობლემა არა მხოლოდ გლდანში, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ქალაქი აუცილებლად შეიცვლება და როდესაც ჩვენი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ყველა პროექტი თითოეული თბილისელისთვის თვალშისაცემი იქნება. ქალაქი იქნება განახლებული ინფრასტრუქტურითა და მოწესრიგებული  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ყველაზე სწრაფი და კომფორტული გახდება. გვაქვს პრობლემები, ასევე, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკოლოგიისა და მწვანე სივრცეების მიმართულებით, მაგრამ ამასაც მოვერევით და მოვაწესრიგებთ. ერთიანი ძალისხმევით, ყველა პრობლემა დაიძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  


გლდანის გამგებელმა რაიონის მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს გამგეობის ბიუჯეტი იზრდება, რომლის საშუალებითაც, ბევრად უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.   


გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში რაიონის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 150 მისამართზე ჩატარდა; წყალარინების ქსელი ცხრა მისამართზე მოეწყო; ბავშვთა გასართობი მოედნები 60 მისამართზე განთავსდა; ექვს მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სკვერი;  გამაგრდა საერთო სარგებლობის 30 ავარიული აივანი; ცხრა მისამართზე შშმ პირებისთვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.