მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ პარტია და უმრავლესობის უმრავლესობა დგას სხვა პოზიციაზე, სხვა წარმოდგენები აქვს და საარჩევნო სისტემის განსხვავებულ მოდელს უჭერს მხარს.


"ამერიკული მოდელიც, შერეული მოდელიც და პროპორციული მოდელიც დემოკრატიულია. სამივე მოდელს იცნობს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი. არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ამ სამიდან რომელიმე მოდელი შეიძლება იყოს. ამიტომ, აპრიორი არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე მოდელი ცალსახად და უპირობოდ განმსაზღვრელია დემოკრატიულობის ხარისხის. რა თქმა უნდა, ამერიკელებს დემოკრატიას ვერავინ ასწავლის, მაგრამ იქ განსხვავებული მოწყობაა, სხვა სისტემაა, საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონოდა საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, პროპორციული სისტემა არის სხვაზე უკეთესი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ამასთან, მამუკა მდინარაძემ გაიხსენა საკონსტიტუციო რეფორმის მსვლელობაში პროპორციული არჩევნებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება.


"ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც აისახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, იყო 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მაშინ "ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პროექტს", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.


მისივე თქმით, დღეს მათი დამოკიდებულება სრულიად სხვაა.


"ჯერ გვითხრეს, რომ გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს. მიმაჩნია, რომ გერმანული მოდელის შესაბამისობაზე ლაპარაკი არის სირცხვილი. როცა ყველა მანდატი არის პროპორციული და, ჩვენს შემთხვევაში, აქ არის მხოლოდ 77 მანდატი და ეს ერთი და იგივეაო იძახო, უკვე უხერხულია. მერე გრადაციით გადავიდნენ და თქვეს, რომ ეს არის გერმანულის მსგავსი მოდელი, ქართული მოდელი და რეალურად მართლა არის მსგავსება გერმანულთან. ეს მსგავსება არ გამოიხატება მთავარში, რომ აქაც, რაც შემოგვთავაზეს, მთლიანი სისტემა არის პროპორციული და მათ შორის ირჩევა პერსონიფიცირებული პირები, როგორც მაჟორიტარები ირჩევიან - ვთქვათ, პირობითად, ნახევარი. ესეც არის პროპორციული და პროპორციული არ ნიშნავს შერეულს. აქაც იგივე ლოგიკაა, პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის. ამ პროექტის კონსტიტუციურობაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მდინარაძის შეფასებით, წარმოუდგენელია თავმოყვარე იურისტმა ხელი მოაწეროს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე კანონებში ჩაიწეროს სხვა რაღაცები.


"ორი მიმართულებით საშიში პრეცედენტია ამისი დაშვება თეორიულადაც, რომ დახუჭო თვალები და კანონში გაწერო ეს. პირველი - განაწყენებულმა პარტიამ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არაკონსტიტუციურად ცნობის თითქმის 100%-იანი შანსია. მეორე - კონსტიტუცია შენ როგორც გინდა, ისე რომ წაიკითხო შენი ინტერპრეტაციებით, მერე წლების განმავლობაში უნდა ვისმინოთ არგუმენტები, რომ კონსტიტუციაში შერეული სისტემის განმსაზღვრელი ნორმებიც ეწერა, მაგრამ ჩვენ ხომ ასე გავაკეთეთ და ახლაც ასე გავაკეთოთ. ეს კონსტიტუციის მოკვლას ნიშნავს. არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.


 

თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.