თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმითაც, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი 22 000 ხის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა.


სწორედ ამიტომ მან კერძო მესაკუთრეებს მოუწოდა, რომ თბილისის მერიასთან ითანამშრომლონ, რათა გამხმარი ხეები დროულად ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი მცენარეებით.


"კომპანია "ავერსთან" ერთად, გამწვანების ისტორიულ აქციას ვატარებთ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დაახლოებით, 1000-მდე გამხმარი ფიჭვი იყო, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიდა მთელი საბურთალოსთვის.


მუნიციპალიტეტის მიერ, აქ 600 წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე ირგვება. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ აღნიშნულ უბანში გარემოს დაცვითი პრობლემები გადაჭრილ იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 22 000 ხე, რაც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა მოჭრა, მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია არის "ავერსის"
საკუთრებაში.


მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია "ავერსი" იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მიერ დარგულ ხეებს მომავალში სრულად მოუვლის.


ეს არის თანამშრომლობის უნიკალური მოდელი და ყველა კერძო მესაკუთრეს მოვუწოდებთ, რომ სწორედ მსგავს რეჟიმში ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან", - აღნიშნა მაია ბითაძემ.


გამწვანების აქციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, კომპანია "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ, შპს "ეკოსერვის ჯგუფის" დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ და "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მიიღეს. გიგა გიგაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, დედაქალაქის მასშტაბით, 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება.
"ჩვენი მიზანია, ყველა ის ადგილი, სადაც დაზიანებული და გამხმარი ხეები გვხვდება, აღდგეს და გამწვანდეს, რათა დედაქალაქში სარეკრეაციო სივრცეები არ შემცირდეს. აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ თბილისში მსგავსი სივრცეები გაიზარდოს, მეტი ხე და სიმწვანე გვქონდეს. სწორედ ამას ემსახურება
ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. წლის ბოლომდე, დედაქალაქში 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება, რაც არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.


"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე თბილისის მერიასა და შპს "კლინიკების განვითარების კომპანიას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა უკვე განხორციელდა, რის სანაცვლოდაც, ღონისძიების ფარგლებში, ირგვება 600 ძირი, სამ მეტრზე მაღალი
სხვადასხვა სახეობის ახალი და ჯანსაღი ხე. აღნიშნულ ლოკაციაზე დაირგვება შემდეგი სახეობის ხეები: 150 ძირი კედარი, 50 ძირი ამბრის ხე, 50 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 50 ძირი უნგრული ცაცხვი, 50 ძირი
ევროპული მუხა, 50 ძირი წვრილფოთოლა იფანი, 50 ძირი არღვანი, 50 ძირი უეკლო გლედიჩი, 50 ძირი იაპონური სოფორა და 50 ძირი კელრეუტერია.


დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.


ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს  საქმიანობის  ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.      

ლარი გაუფასურდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.

გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გური სულთანიშვილი: „ევროპული საქართველო“ მეგრელ კაცს ჰგავს, რომელიც რუსეთში წავიდა ინგლისურის მასწავლებლად, ამ დროს კი მეგრულს ასწავლიდა

„დღევანდელი საზოგადოებრივი მითი, რომლის დანგრევასაც შევეცდებით, არის შემდეგი - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ არ არის ევროპული და მეტიც, ზუსტად ეგ ხალხი იყო, ვინც 90-იანებიდან დღემდე ეწეოდნენ თავისუფალი ბაზრის ფეტიშს და, შესაბამისად, ევროპის დემონიზაციას, თუმცა ევროპას იყენებდნენ საფარველად“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივი მითები“ და აქვე გვთავაზობს გამოკითხვას, რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე.

მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირი, როცა შეუფერებლად იქცევა, გამოსაფხიზლებლად მღვდელმსახურებას შეუჩერებენ ხოლმე

"როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით რომ გამოფხიზლდეს",- ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი ბერმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

 

თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს.

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა.

დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა მივმართო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საპარლამენტო ასამბლეას, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.