გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.


ფოთის აკადემია საწყის ეტაპზე იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უპასუხებს.


1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის სასწავლებელი, გარდა იმისა, რომ რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს მოემსახურება, შექმნის მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობებს.


ფოთის საზღვაო აკადემიის პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია და მას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.


პროექტის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა.


"ჩვენ მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფოთში გავხსნათ აკადემიის ფილიალი. ეს მართლაც მისალოცი სიახლეა. პირველ რიგში ფოთელებისთვის, ფოთისთვის. დასაწყისში, ეს იქნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განთავსდება ისტორიულ შენობაში. ეს შენობა, დღეს სამწუხაროდ შელახულ მდგომარეობაშია, მაგრამ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და ეს შენობა აღდგება. ეს დღესაც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს და ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთში ექნება ფილიალი. ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, რომ მიიღოს მაღალი დონის, მაღალანაზღაურებადი და რაც მთავარია, საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა. ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. მთავრობის ძირითადი ამოცანა არის ხელი შეუწყოს ადამიანებს, ეკონომიკას, ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოვასწოროთ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს - ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ მათ შორის, ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც შემდგომ ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან.


ამისთვის საზღვაო აკადემია არის ყველაზე წარმატებული მაგალითი. თქვენთვის სამსახურის დაწყება პრობლემა არ არის, თან მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არის სხვადასხვა სპეციალობის 11 ათასამდე მეზღვაური და მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს. მაინც მინდა, ჩვენი დღევანდელი სპონტანური შეხვედრის ძირითადი თემა იყოს ფოთი, მინდა მივულოცო ამ აკადემიას, თქვენ, სამეგრელოს რეგიონს და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ასე ემსახურონ თავიანთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 500 000 ლარით დააფინანსა. სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის შენობა განახლდა, აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით და შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე გემების სამანქანო განყოფილებასთან. განახლდა ელექტროტექნიკის, პნევმატიკის, ჰიდრავლიკის და ელექტროავტომატიკის (FEშთO) ლაბორატორიები. აკადემიის სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.


2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატების დოკუმენტაცია შეისწავლა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი შარვაშიძე: სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება  საჯარო დოკუმენტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსმა" 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსით" კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 500-მდე დაავადებულია.

ამერიკელი კონგრესმენები: "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას

ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას.

ამერიკელი კონგრესმენები: ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ",-ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

თსუ-ს რექტორი: ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებები დარღვეულია, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

დღეს გამართულ სხდომაზე საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

რევოლუციური ტექნოლოგიის შემქმნელი ამერიკელი მეცნიერი საქართველოს მომავალზე მამუკა ბახტაძესთან საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეწარმე და კარდანო ბლოქჩეინის შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მამა ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

"მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა, რადგან დოკუმენტი მისი ხელმოწერით იყო",-ამის შესახებ PIA.GE -ს მამა ანდრია სარიამ მღვდელლმოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა 

მამა ანდრია სარია PIA.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მას მღვდელმსახურებების შეჩერებით დაემუქრა.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.