თეა ახვლედიანი: ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებისა და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს

„ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს; ასევე წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილს”,- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ , თეა ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონი“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ ცირკულარულ მიგრაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს.


„ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას. მათ შორის: საშუამავლო ღონისძიებების გაუმჯობესებას, დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლების ინტერესებზე მორგებული ე.წ. ევროპული ტიპის სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, ასევე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარების სიტემის დახვეწას, მომზადება-გადამზადების პროგრამების გაძლიერებას. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის რეგულირების სისტემის სრულყოფაზე, ასევე საზღვარგარეთ ჩვენ პარტნიორებთან ვაწარმოებთ დიალოგს ცირკულარული შრომითი მიგრაციის კონკრეტულ სქემაზე შეჯერების მიზნით. ამ კუთხით, გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესი და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ქვეყნებთან“,- განმარტავს თეა ახვლედიანი.


მინისტრის მოადგილე საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რის დარეგულირებასაც ცირკულარული მიგრაცია შეუწყობს ხელს:


„ხელი შეეწყობა არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირებას და მართვას. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, სამწუხაროდ, გაიზარდა არალეგალურ მიგრანტთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნათა რაოდენობა, როდესაც, სულ უფრო მეტ ქვეყანას შევყავართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში; ცირკულარული შრომითი მიგრაციის შეთანხმებული სქემების ფარგლებში, დროებით დასაქმების მიზნით წასული მოქალაქეების ადამიანის უფლებები და შრომითი პირობები იქნება დაცული და გათანაბრებული მიმღები ქვეყნის მოქალაქესთან; კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია, დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს ქართული მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. დროებითი შრომითი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანნი იქნებიან ადგილობრივ შრომის ბაზარზეც”, - აცხადებს თეა ახვლედიანი.


რაც შეეხება შესაძლო მოთხოვნად პროფესიებსა და ქვოტებს, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხები, ზოგადად, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით დარეგულირდება; ასევე - ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტულად განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით. მაგ: საფრანგეთთან უკვე ხელმოწერილ შეთანხმებაში საუბრია წელიწადში არაუმეტეს 500 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაზე, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანასთან შესაძლოა საერთოდ არ იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. ზოგადად, ცნობილია, რომ მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა, ძირითადად, ისეთ პროფესიებზე ვლინდება, რაც უკავშირდება: მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებს (ქვის სპეციალისტების, შემდუღებლის, ელექტრომექანიკოსის ჩათვლით); ციფრულ ტექნოლოგიებს; სარესტორნო და სასტუმრო სექტორს და სხვა.


მინისტრის მოადგილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას საფუძველი ჯერ კიდევ 2009 წელს ჩაეყარა, როდესაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „პარტნიორობა მობილობის“ შესახებ. თავად ევროკავშირის დოკუმენტები, როგორიცაა - ევროკომისიის შესაბამისი კომუნიკაციები და ევროდირექტივები, გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილობისადმი, ევროპული დღის წესრიგი მიგრაციაზე და სხვა - ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას ევროკავშირის ქვეყნებისთვის და არეგულირებს ამ სფეროს.


ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

ელისაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო.

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა.

2 დაღუპული და 5 დაშავებული - აშშ-ში ერთ-ერთ ბარში თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ანტონიოს ბარ "ვენტურაში" კაცმა ცეცხლი გახსნა.

გიგა ბოკერია: ოპოზიცია მწვავე პროტესტს გააგრძელებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ავსტრალიაში შტორმსა და ძლიერ სეტყვას ებრძვიან

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ზარალი მიაყენა.