თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

„მინდა მადლობა გადვუხადო კომპანიის წარმომადგენელს ლაშა გოგუას, თუმცა ეს არ არის გულწრფელი სამადლობელო სიტყვა, რადგან ვიდრე მთლიანად არ გაჩანაგდა მოსახლეობა, 1,2 მლნ-მდე არ ავიდა მოთამაშეთა რაოდენობა, ვიდრე 3 თვეში 20 ახალგაზრდის სუიციდის ფაქტი არ დაფიქსირდა, მოთამაშეთა 300 000 ოჯახი არ აღმოჩნდა გამოსახლებული, ვიდრე ათასობით ადამიანს არ დაენგრა ოჯახები და არ შეგროვდა ხელმოწერები პეტიციისთვის, არ გაიმართა საპროტესტო აქციები და ვიდრე ანა დოლიძის ჩართულობა არ გახდა საჭირო, მანამდე ეს ნაბიჯი არ გადაიდგა. ეს არის აზარტული თამაშების გარშემო აწეული ტემპერატურის გამო დაწყებული კამპანია და ვითომ წინგადადგმული ნაბიჯი.


მე პირდაპირ და ცალსახად მოვუწოდებ „ევროპაბეთს“, გეყოთ პასუხისმგებლობა, თქვენ გააკეთეთ ის, რომ გინდათ მიანელოთ სიტუაცია, თუმცა ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით და უფრო მეტ აქციას მოვაწყობთ, რადგან ვითხოვთ აზარტული თამაშების სრულად აკრძალვას ყველა ეტაპზე. 4 წელია ვითხოვთ, რომ სათამაშო ბიზნესმა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, ნებისმიერ, მისი ბიზნესით დაზარალებულ ადამიანზე.


ეს არის ძალიან შორსგათვლილი ნაბიჯი და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით. თუ აქვს მზაობა, შემხვდეს ბატონი გოგუა და მე გადავცემ დაზარალებულთა სიას და აიღოს კომპანიამ პასუხისმგებლობა მათზე. ეს არის გადმოგდებული ლუკმა, თითქოს „ევროპაბეთი“ არის ყველაზე მაგარი, რომ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვითხოვთ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონის დამტკიცებას, რის შემდეგაც ბიზნესის მიერ თვითრეგულაციების შემოღება არ იქნება საჭირო“,- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.


დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.


 


 


ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.