ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რამაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გაამარტივა. 


„მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად, მაქვს პატივი, მოგესალმოთ და გადმოგცეთ ლიცენზიები, რომელთა მისაღებადაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურების გავლა დაგჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, მეწარმეს, რომელიც დაკავებულია სხვა პროფილის საქმიანობით, მათ შორის იქნება ეს მცირე ფერმები, სასტუმროები, სამრეცხაოები თუ კვების ობიექტები, იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილიდან ტექნიკური წყლით ისარგებლოს, არ უნდა სჭირდებოდეს აუქციონში მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა", - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია მიკრო, მცირე და საშუალო წარმოებების ხელშეწყობა.


„წლის ბოლომდე ჩვენგან მსგავს ლიცენზიას 120 მცირე საწარმო მიიღებს. მომავალ წელს მათი რიცხვი უკვე რამდენიმე ასეული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან თქვენ შექმნით ახალ სამუშაო ადგილებს არამარტო ქალაქად, არამედ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში. 2020 წელს მთელი ინდუსტრია 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.

კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტის მოთხოვნა არჩევნებში ჩარევის მცდელობაა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იურისტები ამერიკის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და იმპიჩმენტის მოთხოვნას არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“.

სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

დღეს ნათლისღებაა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.