პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წერტილი დაესვა სპეკულაციებს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე

"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პაატა სალიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.


„დღეს, 5 ევროპელი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნა ცნობილი კანონიერად და არ იქნა დადგენილი არცერთი დარღვევა.


ასეთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით იმის გამო, რომ ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში ხდება დიდი პალატის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა. არ არსებობდა არანაირი გარემოება იმისთვის, რომ  საკითხი გადახედილიყო. არ არსებობდა არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც შემდგომში შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ქიბარ ხალვაში დარჩა ერთგული თავისი დაპირებისა, რომ ის არ ჩაერეოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არ იქნებოდა ზემოქმედება ჟურნალისტების საქმიანობაზე. ეს პირობა დაცულია, დღეს ყველა ხედავს ამას. სტრასბურგის სასამართლოც, დარწმუნებული ვართ, გაერკვა ამ საკითხში და, შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მნიშვნელოვანი გარემოება ამ გადაწყვეტილების გადასახედად,"-განაცხადა პაატა სალიამ „კურიერთან“ საუბრისას.


ცნობისთვის, 2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.


ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.

კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტის მოთხოვნა არჩევნებში ჩარევის მცდელობაა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იურისტები ამერიკის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და იმპიჩმენტის მოთხოვნას არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“.

სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

დღეს ნათლისღებაა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.