ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მომავალ წელს 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შშმ პირთა უფლებები.

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის პრეზენტაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა.


ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს ახალი სტრუქტურა უპირველეს ყოვლისა კოორდინაციის გაძლიერებაზე იქნება მიმართული.


"ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით პოლიტიკის განმსაზღვრელი, ყველა უწყების მაკოორდინირებელი მექანიზმი, ვგულისხმობ პირველ რიგში სამინისტროებს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მაღალი დონის წარმომადგენლობას, რაც აქამდე პრობლემას წარმოადგენდა და მაგიდის გარშემო ისხდებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, საუბარია მინისტრებზე, რათა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი წარმომადგენლობით გადაწყდეს. რაც მთავარია, ეს იქნება ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საკითებზე ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.


"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, რომლებსაც შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგას", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. დიპლომატმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი დაასახელა.


"პრემიერ-მინისტრთან არსებულ ადამიანის ულებების დაცვის საბჭოს საკვანძო ინსტრუმენტად და პლატფორმად მივიჩნევთ, სადაც თავს მოიყრიან დაინტერესებული წრეები და მხარეები, რათა მთავრობას ინფორმაცია მუდამ მიეწოდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა მხარეებისგან. ეს ნამდვილად კარგი სიახლეა და მოუთმენლად ველი საბჭოს ამოქმედებას. ევროკავშირი წარსულშიც დიდად უჭერდა მხარს ამ მიმართულებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის განხორციელებას. ახლა კი ველით ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტრატეგიის განხორციელებას ახალი საბჭოს საშუალებით და მზადყოფნას ვაცხადებთ ამ მიმართულების მხარდაჭერაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს (OHCHR) ხელმძღვანელმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა.


შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის (OHCHR) მხარდაჭერითა და ნორვეგიის და შვედეთისა მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.


ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.

კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტის მოთხოვნა არჩევნებში ჩარევის მცდელობაა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იურისტები ამერიკის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და იმპიჩმენტის მოთხოვნას არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“.

სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.