ერეკლე კუხიანიძე: მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ერეკლე კუხიანიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

კუხიანიძის თქმით, ადამიანთა ნაწილი რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რეალობის რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს.


"მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს.
სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის. მოკლედ შევეხები მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს.
სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს. ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. ( ვისაც ახსოვს ის პერიოდი - უეჭველად დამეთანხმება). ამას მოყვა საშინელი შედეგები. გააფთრებული დამარცხებული გიგანტი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ჩვენი ''ღალატით'' გადავიდა შურისძიების რეჟიმში და სისხლიანი კალო დაატრიალა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დაიღუპა უამრავი ჩვენი სრულიად უდანაშაულო მოქალაქე.... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებმა
ვერ გაიაზრეს რიგი კანონზომიერებებისა და ძალაუფლებაში მოსვლა გადაწყვიტეს. სსრკ ყველა შემთხვევაში იშლებოდა სრულიად სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ საკუთარი ''წვლილი'' შეგვეტანა ამ პროცესში და მართლაც შევქმენით ეს ილუზია - რამაც გამოიწვია კიდეც კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის. ბევრი რამის გამოტოვება მიხდება ფორმატის შეზღუდულობის გამო, თუმცა მთავარი კანონზომიერება მაინც თვალში საცემია - ხშირად კეთილი სურვილებით მოკირწლულია გზა ჯოჯოხეთისაკენ. სამწუხაროდ, ხშირად არ გვინდა შეცდომებზე რაიმეს სწავლა და ფოცხს სისტემატურად ვადგამთ ფეხს. საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას.
ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს ყველა რესურსის გამოყენებით. ვინც ამას ვერ ხედავს - უბრალოდ ბრმაა, ან სპეციალურად იბრმავებს თავს. თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ - კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს",- აღნიშნა კუხიანიძემ.


როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს ქვეყნის მტრად მიაჩნია.


"ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.
ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ ''ვეთამაშოთ'' ამ დაუნდობელ ძალას და ისევ ''სისხლიანი ფასის'' გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით", - წერს სოციალურ ქსელში კუხიანიძე.


ცნობისთვის,თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.


ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს  საქმიანობის  ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.      

ლარი გაუფასურდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.

გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გური სულთანიშვილი: „ევროპული საქართველო“ მეგრელ კაცს ჰგავს, რომელიც რუსეთში წავიდა ინგლისურის მასწავლებლად, ამ დროს კი მეგრულს ასწავლიდა

„დღევანდელი საზოგადოებრივი მითი, რომლის დანგრევასაც შევეცდებით, არის შემდეგი - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ არ არის ევროპული და მეტიც, ზუსტად ეგ ხალხი იყო, ვინც 90-იანებიდან დღემდე ეწეოდნენ თავისუფალი ბაზრის ფეტიშს და, შესაბამისად, ევროპის დემონიზაციას, თუმცა ევროპას იყენებდნენ საფარველად“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივი მითები“ და აქვე გვთავაზობს გამოკითხვას, რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე.

მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირი, როცა შეუფერებლად იქცევა, გამოსაფხიზლებლად მღვდელმსახურებას შეუჩერებენ ხოლმე

"როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით რომ გამოფხიზლდეს",- ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი ბერმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

 

თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს.

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა.

დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა მივმართო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საპარლამენტო ასამბლეას, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.