ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გააკეთეთ

"ყოველი სიტყვა, ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, დასაფიქრებელია, რადგან საზიანოდ შეიძლება მოტრიალდეს",- ამის შესახებ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. 

თამილა ლაფანაშვილმა საზოგადოებას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ლაფანაშვილმა საოკუპაციო ხაზთან ოს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ოსებისა და ქართველების ურთიერთობა ტოლერანტობასა და ვაჟკაცობას ემყარება.


"უღრმესი მადლობა ყველას, რომ გვერდში დაგვიდექით და გაიზიარეთ ჩვენი პრობლემა, პრობლემას ჩვენ ასე ვთვლით, თორემ მგონი ვაჟა ამას არ თვლის პრობლემად. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ შორს მანძილზე წამოგვყევით. მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, ჩვენს ოჯახს, მეგობრებს და ვაჟას პირველ რიგში აძლიერებს. დარწმუნებული ვარ ის გრძნობს ჩვენს ენერგეტიკას. ახლა ყველაზე ახლოს ვართ მის საპატიმრო დაწესებულებასთან. მინდა მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს. საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. დარწმუნებული ვარ, მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა და ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს.მინდა და მჯერა, ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც გვქონდა ურთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების ვაჟკაცობის და ტოლერანტობის გამოღვიძებით. ვაჟა რასაც ემსახურება, პირველ რიგში ეს არის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მეტი არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, სრულიად, წარმოუდგენელია, რომ თავისი საქციელის გამო გამოკეტილი ზის. მინდა მოგმართოთ, ყოველი სიტყვა, ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითან მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, დასაფიქრებელია. იმიტომ რომ ნებისმიერი სიტყვა მის საზიანოდ შეიძლება მოტრიალდეს.ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ, უპარტიოს, პარტიულს. გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა და ძალიან ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ სანამ ეს კაცი დაგვიბრუნდება.ჩვენი შერიგებისთვის და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.


ცნობისთვის, საოკუაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ექიმ გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თეთრი ხალათებით, ბანერებზე წარწერით "თავისუფლება ვაჟა ექიმს" ქართველი ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს.


9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს.მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 13 დეკემბერს ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.