"არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ბათუმის რივიერაზე "არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავლი" დაფუძნდა.

მოძრაობის დამფუძნებლებმა მანიფესტი წაიკითხეს, რომელიც საჯარო და მწვანე სივრცეების განადგურებას ეხება. დაანოსნდა საპროტესტო მოძრაობა, რივიერა ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობის წინააღმდეგ, რომელსაც ,"სილქ როუდ ჯგუფი" და თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც გავერთიანდით იდეის გარშემო. იდეის, რომელიც ეწინააღმდეგება დაურეგულირებელ მშენებლობებს, ხალხისთვის საჯარო სივრცეების წართმევას და ამის ფონზე ადამიანების გაღარიბებას. დღეს ჩვენ გვაღარიბებენ. გვაღარიბებენ ტყუილებით, გვაღარიბებენ ჩაბეტონებით, გვაღარიბებენ საჯარო სივრცეების წართმევით. ისინი ანადგურებენ ბათუმს და ბათუმის ნგრევას, ხალხს წარმოუჩენენ, როგორც განვითარებას. ისინი მდიდრდებიან, ჩვენ კი ვღარიბდებით. ბათუმში ჩვენი ადგილი აღარ რჩება. აღარ რჩება მოსწავლეების, სტუდენტების, პენსიონერების და ბავშვების ადგილი. რჩება, მხოლოდ კაზინოების, იახტ კლუბების და მდიდრებისთვის აშენებული ცათამბჯენების ადგილი, რომელიც გვიკეტავს ჰაერს. გვირყევს ჯანმრთელობას და გვართმევს მომავალს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გაერთიანებით, შეგვიძლია ბრძოლა გამოვუცხადოთ ბათუმის... ხალხის მტრებს, რომლებიც მომხვეჭელობით და მედროვეობით არიან დაკავებულნი და სურთ ჩვენს უბედურებაზე აიწყონ ბიზნესი და შექმნან არასწორი, არაადამიანური პოლიტიკა. სიჩუმის, სასოწარკვეთის და დანებების დრო აღარ არის!
ჩვენ ვერთიანდებით მათ წინააღმდეგ! ჩვენ ვითხოვთ არ გაიცეს ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან ცათამბჯენების, იახტკლუბის და კაზინოების მშენებლობაზე ბათუმი რივიერაზე! რივიერაზე მშენებლობით, არსებული მდგომარეობა უფრო დამძიმდება. აქ არსებული ნესტიანი ჰავის გამო ბათუმის დაგეგმარება მოხდა ისე, რომ ქალაქს ჰქონდა თავისი გასანიავებელი სისტემა. დღეს კი ამ მშენებლობით საბოლოოდ ეს ფუნქცია მოიშლება. რაც გაზრდის დაავადებების რიცხვს. მერიას აქვს თაროზე შემოდებული კვლევა, სადაც წერია, რომ ეს ადგილი, სადაც იგეგმება მავნებლური მშენებლობა, არის მცოცავი მიწა, რომელმაც შეიძლება სანაპიროს ჩაშლა გამოიწვიოს. ჩვენ ვითხოვთ იმ ცხრა ჰექტარის დაბრუნებას, რომელიც ეკუთვნის ხალხს. ეს არის საჯარო სივრცე, ბულვარის ნაწილი, რომელსაც გვართმევენ. ისინი თუ ამას შეძლებენ, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება და ისინი საბოლოოდ გაანადგურებენ ბათუმს, განსაკუთერბით კი, მის ისტორიულ ნაწილს. ჩვენი ბრძოლა იწყება ბათუმი რივიერიდან და ჩვენ გავაჩერებთ მავნე მშენებლობას. რომელიც ბათუმის განადგურებას ემსახურება. ჩვენ ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე, უზარმაზარი და არაადამიანური პოლიტიკის და ბიზნესის წინააღმდეგ! ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას!
ჩვენ ვითხოვთ მწვანე მომავალს! შემოგვიერთდით! სიჩუმე უნდა დასრულდეს!" - ნათქვამია საჯარო განცხადებაში.


ორგანიზააციის წევრები ბათუმის რივიერაზე იმ შემოღობილ ტერიტორიასთან შეიკრიბნენ, სადაც 5 ცათამბჯენის მშენებლობის პროცესი იწყება. ახალგაზრდებმა ღობეს სიმბოლური საპროტესტო სლოგანები მიაწერეს.


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.