ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

მიხეილ ჩხენკელის აზრით, ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ახალგარდზებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ ცოდნას.


"დღეს ბათუმში დავიწყეთ განთლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. აქ აშენდება კომაროვის სკოლის ფილიალი, ასევე პროფესიული კოლეჯი, მულტიფუნქციური სივრცე. აქ იქნება სპორტული მოედნები, რაც ყველა პირობას შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდებს, რომ კარგად ისწავლონ, დაეუფლონ ცოდნას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ მოვიწვევთ ჩვენს სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც შეხვდებიან მოსწავლეებს და დიდი იმედი გვაქვს რომ მოსწავლეებში გაიღვიძებს მეცნიერებისადმი და შემოქმედებითი აზროვნებისადმი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქი იქნება უაღრესად წარმატებული. ასეთი ქალაქები აშენდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მინდა მივულოცო აჭარას, ბათუმს და მთელ საქართველოს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალზე.


მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.


250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.


ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.


ბათუმის "განათლებისა და მეცნიერების ქალაქის" კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის "ბლექსის", მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.


ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში "განათლებისა და მეცნიერების ქალაქების" მშენებლობა.


თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.